“ქართული ოცნება” ქადაგიძის პასუხისმგებლობაზე ლაპარაკობს

news
: news თებერვალი 27, 2015 18:20

“ქართული ოცნება” ქადაგიძის პასუხისმგებლობაზე ლაპარაკობს

საპარლამენტო უმრავლესობა მიიჩნევს, რომ “ეროვნული ბანკი” ლარის ირგვლივ მიმდინარე პროცესებში დროულად უნდა ჩარეულიყო და ვითარების გართულება არ დაეშვა. მმართველი კოალიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რეზერვები ქვეყანაში სწორედ კრიზისის თავიდან ასაცილებლად არსებობს.

“ეროვნული ბანკის” პრეზიდენტის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხის შესახებ დეპუტატები მსჯელობას მას შემდეგ დაიწყებენ, რაც გიორგი ქადაგიძე პარლამენტში წლიური ანგარიშით წარსდგება.

ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერი, დავით საგანელიძე, აცხადებს.

„არ მინდა, რომ ვინმე აჰყვეს ემოციებს, რომ არიქა, იმპიჩმენტის საკითხია. როცა შეცდომებსა და ხარვეზებზეა საუბარი, არ ნიშნავს, რომ ჩვენ დღეს იმპიჩმენტის საკითხი დავაყენოთ. მოვა ამის დრო, როცა “ეროვნული ბანკი” გააკეთებს ანგარიშს, თუ არ ვცდები, მაისში და ჩვენ მაისში გვექნება იმის საშუალება, რომ გავაანალიზოთ. შეიძლება მადლობა ვუთხრათ, შეიძლება საყვედური ვუთხრათ და შეიძლება იმპიჩმენტის თემაც დავაყენოთ. ასე რომ, ნუ ვიჩქარებთ. მანამდე ვნახოთ, რას როგორ გააკეთებს ესა თუ ის სტრუქტურა,“ – განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა, დავით საგანელიძემ.

„არანაირი პოლიტიკური თავდასხმა “ეროვნულ ბანკზე” ხელისუფლებისგან არ ყოფილა და ზედმეტ აჟიოტაჟს ნუ შექმნით,“ – აცხადებს ვიცესპიკერი, მანანა კობახიძე.

იმპიჩმენტის პროცედურა რთული პროცედურაა. “ეროვნული ბანკის” პრეზიდენტის იმპიჩმენტის საფუძველი ხდება მის მიერ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა ან კონსტიტუციის დარღვევა.

news
: news თებერვალი 27, 2015 18:20

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,719
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics