ქართული მხარე “როსნეფტის” მიერ ფოთის პორტის აქციების შესყიდვის საკითხს სწავლობს

news
: news იანვარი 15, 2015 14:18

ქართული მხარე “როსნეფტის” მიერ ფოთის პორტის აქციების შესყიდვის საკითხს სწავლობს

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის, პირველი ვიცე-პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, “როსნეფტის” მიერ ფოთის პორტის აქციების შესყიდვის იურიდიულ მხარეს სამი უწყება სწავლობს.

ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, არღვევს თუ არა “როსნეფტი” საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს.

,,ეს ტრანზაქცია ჩვენგან დამოუკიდებლად განხორციელდა. მე გავეცი დავალება და ეკონომიკის, იუსტიციის და საგარეო საქმეთა სამინისტროები ერთობლივად სწავლობენ ამ საკითხის იურიდიულ მხარეს. როდესაც შესწავლა დამთავრდება, შედეგებს მოგახსენებთ”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

news
: news იანვარი 15, 2015 14:18

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,680
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics