ქართველმა ახალგაზრდებმა ზოოპარკის დასახმარებლად ინტერნეტ კამპანია დაიწყეს

ქართველმა ახალგაზრდებმა ზოოპარკის დასახმარებლად ინტერნეტ კამპანია დაიწყეს

internet-kampaniaქართველი და უცხოელი მოხალისეების თანადგმოთ ზოოპარკის მხარდასაჭერად ინტერნეტ კამპანია დაიწყო. კამპანიის ფარგლებში , ე.წ. “ქრაუდფანდინგ” (crowdfunding) საიტზე www.indiegogo.com მსოფლიოს მასშტაბით მსურველებს ეძლევათ შესაძლებლობა ამა თუ იმ იდეის მხარდასაჭერად სურვილისამებრ გადარიცხოს თანხა და შეიტანონ საკუთარი წვლილი იდეის განვითარებაში. ქართველმა მოხალისეებმა აღნიშნულ საიტზე ზოოპარკის მხარდასაჭერი ვიდეო გუშინ განათავსეს.
მსურველებს თანხის გადარიცხვა მითითებულ ლინკზე https://www.indiegogo.com/projects/support-tbilisi-zoo-recovery#/story შეეძლებთა.
აღნიშნულ საიტზე განთავსებული ვიდეო-კლიპის მეშვეობით, ერთ დღეში 4 ათას დოლარზე მეტი შემოწირულობა შემოვიდა. შემოწირული თანხა სრულად მოხმარდება ვოლიერების აღდგენას, ცხოველების პირველად დახმარების აღმოჩენას და ელეპმენტარული პირობების შექმნის ხელშეწყობას.
ახალგაზრდების მიზანია მოხერხდეს 30 ათას დოლარამდე შეგროვება, რათა ამ თანხით მათ შესძლონ ზოოპარკისთვის პირველადი საჭიროების დახმარების აღმოჩენა.

ვირუსის ბლოკატორები