ფშაველი-ომალოს გზაზე ჩამოწოლილი ზვავის გამო „თუშეთობა 2015“ აღარ გაიმართება

news
ავტ.: news აგვისტო 21, 2015 18:10

ფშაველი-ომალოს გზაზე ჩამოწოლილი ზვავის გამო „თუშეთობა 2015“ აღარ გაიმართება

თუშეთობა 2015 აღარ გაიმართება. მიზეზი ფშაველი-ომალოს გზაზე ჩამოწოლილი ზვავია.

სტიქიის გამო ავტოტრანსპორტით მოძრაობა შეჩერებულია. გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

„შესაძლებელია, დღეს საღამოდან ან ხვალ დილიდან გაიხსნას გზა, მაგრამ მგზავრთა უსაფრთხოების თვალსაზრისით მაინც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ერთი კვირით გადავწიოთ თუშეთობა,“ – ამბობს კახეთის გუბერნატორი, ირაკლი შიოლაშვილი.

ადგილობრივები კურიერთან ჰყვებიან, რომ ჩამოწოლილი ზვავის ადგილზე ორი ტრაქტორი მუშაობს და გზის რეაბილიტაციას რამდენიმე დღე დასჭირდება. თუშეთში კი ბევრი მოქალაქე ელოდება გზის გახსნას.

news
ავტ.: news აგვისტო 21, 2015 18:10

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics