ფშაველი-აბანო-ომალოს გზა ისევ ჩაკეტილია

news
ავტ.: news აგვისტო 22, 2015 13:40

ფშაველი-აბანო-ომალოს გზა ისევ ჩაკეტილია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფშაველი-აბანო-ომალოს გზის რამდენიმე უბანზე გაწმენდითი სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, წუხელ მოსულმა წვიმამ გზის აღნიშნულ უბანზე მიწის ნაშალი და ქვა-ღორღი ჩამოიტანა. დეპარტამენტში ჯერჯერობით ვერ ასახელებენ რამდენ დღეში გაიხსნება თუშეთის სოფლებთან დამაკავშირებელი გზა.
“უცნობია, რამდენი დღე დასჭირდება გზის გახსნას. ნალექის შედეგად აღნიშნულ უბანზე, სხვადასხვა მონაკვეთებში მიწის ნაშალი და ქვა-ღორღი ისევ ჩამოიტანა. ჩვენი ტექნიკა ადგილზე მუშაობს”, _ აცხადებენ დეპარტამენტში.

news
ავტ.: news აგვისტო 22, 2015 13:40

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,627
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics