ფრთხილად – უშიშროება ჩვენზე ნადირობს!

ფრთხილად - უშიშროება ჩვენზე ნადირობს!ინტიმური კადრებით ევროპელ დიპლომატის „დავერბოვკება“ სცადეს…
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი საარჩევნო დაპირება ის გახლდათ, რომ ძალოვანი უწყებები ხალხს უკანონოდ აღარ მოუსმენდნენ და უთვალთვალებდნენ. გადაჭრით ვერ ვიტყვით, რომ დანაპირები შესრულდა, თუმცა არც იმის უარყოფა შეიძლება, რომ მაგალითად, ამა თუ იმ დანაშაულის გახსნის პარალელურად, ფარული ჩანაწერები აღარ ვრცელდება. მიუხედავად ამისა, „თაიმერს“ ეუბნებიან, რომ ფარული მიყურადება-თვალთვალი იევ გრძელდება, თუმცა ამას, როგორც ჩვენი ინკოგნიტო რესპოდენტები ამბობენ, „ოცნების“ წარმომადგენლები კი არა, სისტემაში დარჩენილი ძველი, ანუ „ნაციონალებთან“ კავშირზე მყოფი ადამიანები აკეთებენ.
„თქვენ რა გგონიათ, „ნაციონალები“ როგორ იგებენ, სად რა დანაშაული ხდება? – თავიანთი ხალხი ჰყავთ, რომელიც ძველებურად ყველაფერს აკონტროლებენ და ამიტომ, როგორც კი რამე ხდება, ეგრევე აეროპორტის ტრასაზე მდებარე ოფისში მიდის ინფორმაცია,“ – აღნიშნავს „თაიმერთან“ საუბრის დროს რესპოდენტი, რომელიც საუბარს მხოლოდ იმ პირობით დაგვთანხმდა, თუ მის ვინაობას არ გავალხელდით. პირობას ვასრულებთ, თუმცა ერთს ვიტყვით, რომ რესპოდენტს სპეცსამსახურებში მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს.
ქართული სპეცსამსახურების ყოფილი წარმომადგენელი „თაიმერს“, იმ მეთოდებზეც ესაუბრა, რომლითაც ადამიანების „დავერბოვკება“ ხდება, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ ამ მეთოდების გამოყენებას იშვიათად მიმართავენ, რადგან შრომატევადია. სამაგიეროდ, ადამიანის „დავერბოვკება“ პირადი ხასიათის მამხილებელი მასალებით ადვილადაა შესაძლებელი.
„საერთოდ, ინტიმურ თემებს გადასაბირებლად მხოლოდ საბჭოთა უშიშროება იყენებდა და, შესაბამისად, ეს ხერხი პოსტსაბჭთა ქვეყნების უმეტესობაში დღემდე შემორჩენილია. თავის დროზე ამ მეთოდის გამოყენება საბჭოთა „კა-გე-ბე“-მ ერთ-ერთი ევროპელი დიპლომატის წინააღმდეგ სცადა, რომელიც მოსკოვში ჩამოვიდა და რომელიც არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მიმდევარი იყო. ამ ადამიანთან მივიდნენ და ფარულად გადაღებული ინტიმური კადრები დაუდეს და უთხრეს, თუ ჩვენთან არ ითანამშრომლებ, იცოდე, ამ მასალას შენს ცოლს გავუგზავნითო. ევროპელი დიპლომატი სიცილით კინაღამ მოკვდა, აბა, რას ამბობთ, ჩემმა ცოლმა ყველაფერი იცის და არც ეს კადრები იქნება მისთვის უცხოო. ერთი სიტყვით, „კაგებეშნიკები“ პირში ჩალაგამოვლებულები დარჩნენ,“ – აღნიშნავს „თაიმერთან“ საუბრის დროს ფარული რესპოდენტი.
ახლა, რაც შეეხება მეთოდებს, რომლებითაც ადამიანებს „ავერბოვკებენ“, ჩვენი რესპოდენტი ამბობს, რომ საინტერესო პირის „დავერბოვკებამდე“ მისი შესწავლა მიმდინარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ მის გარემოცვას კი არ სწავლობენ, არამედ, დეტალურად იკვლევენ მის ქცევებს, მაგალითად, როგორ ჭამს, როგორ ეწევა, როგორ ზის და ასე შემდეგ.
„თანამედროვე მეცნიერებამ საფუძველი ადამიანთა ქცევის, აზროვნების, შეგრძნებებისა და მოქმედებების სპეციალური ტექნოტრონული მეთოდებით გამოყენებას დაუდო, ანუ ლაპარაკია შესაბამის აპარატურასა თუ ჰიპნოზზე. სპეცსამსახურები მხოლოდ ადამიანზე კი არა, ადამიანთა ჯგუფებზეც, მაგალითად, პოლიტიკურ პარტიებზე ზემოქმედებენ. სხვათა შორის, ამ კატეგორიას შეიძლება, ის პატარ-პატარა პრორუსული დაჯგუფებები მივაკუთვნოთ, რომლებიც ბოლო დროს გამოჩნდნენ და ერთი მიმართულებით „უბერავენ“, -ამბობს „თაიმერის“ რესპოდენტი და განმარტავს, რომ ადამიანებზე ზემოქმედება აუდიო-ვიზუალურ გამაღიზიანებლებით, ელექტროშოკით, ულტრა და ინფრაბგერითი, ზემაღალი და ტორსული, ასევე, დარტყმითი ტალღებით ხდება
„ზემოქმედების აუდიო-ვიზუალური მეთოდი ისეთი ძალიან სუსტი გამაღიზიანებლების გამოყენებას გულისხმობს, რომლებიც ცნობიერად არ აღიქმებიან, თუმცა ადამიანის ქვეცნობიერში ღრმად აღწევენ… აუდიო-ვიზუალური გამაღიზიანებელი ერთგვარი შთაგონების ხერხია, რომელიც ცნობიერების მხრიდან კრიტიკას არ ექვემდებარება, ანუ ცნობიერება ვერ აღიქვამს, მაგრამ ამგვარი ზემოქმედებით აზროვნებისა და ქცევის საჭირო მიმართულებით სათანადო ორიენტირებაა შესაძლებელი… აუდიო-ვიზუალურ ზემოქმედებას ყველაზე უფრო კეთილი ადამიანები ექვემდებარებიან. ამ მიმართულებით გამოიყენება, როგორც სმენითი (აუდიო), ასევე, ვიზუალური (მხედველობითი) არხები. ამიტომ არსებობს ორი მეთოდი – აუდიო და ვიდეოსტიმულაცია.
აუდიოსტიმულაციის დროს, წინასწარ შერჩეულ ადამიანზე ან ადამიანთა ჯგუფებზე ზემოქმედებისთვის, მისთვის საყვარელი მელოდიის დისკზე ჩაწერისას, სათანადო შენელებული ტექსტის, ე.წ. შთაგონების ტექსტის „დატანა“ ხდება, თუმცა ეს „დაკვირების ობიექტს“ არ ესმის. ტექსტის სიჩქარე 10-15-ჯერაა შენელებული და, მელოდიასთან ერთად, ობიექტს მხოლოდ ყრუ ხმაური ესმის, რაც შეიძლება, ცუდი ჩანაწერით ახსნას. ამ ხერხით ადამიანის ქვეცნობიერში „შთაგონებითი ინფორმაციის“ შეტანა ხდება. სხვათა შორის, ამ მეთოდს „გე-რე-უ“-ს ე.წ. ბალაშიხას სკოლაში აქტიურად იყენებენ, სადაც პროფესიონალ მკვლელებს ამზადებენ.
როცა სპეცსამსახური ობიექტის შესწავლას იწყებს, მის შესახებ ყველა დეტალს არკვევს, იმასაც კი, თუ როგორი მუსიკა უყვარს და დღეში რამდენჯერ უსმენს. ამ მეთოდს, როგორც წესი, მაშინ იყენებენ, როცა ვთქვათ, რომელიმე პოლიტიკოსი, ან საზოგადოებისთვის ცნობილი სხვა რომელიმე პერსონა სადმე სასწავლებლად მიდის. მისი ორიენტირების შეცვლა სწორედ ამ დროს ხდება.
რაც შეეხება ვიდეოსტიმულაციას, ამ შემთხვევაში, ვიდეოში ძალიან მცირე ზომის (0,004 წამი) სურათი, ან შთაგონების ტექსტია ჩართული, რომელიც ობიექტის შემდგომ ორიენტაციას განაპირობებს. ეს „დაფარული“ სურათი ან ტექსტი ეკრანზე ყოველ 5 წამში ერთხელ ჩნდება. ამ მეთოდის სუსტი მხარე ისაა, რომ ვიდეოჩანაწერი შეიძლება, „გაიჭედოს“ და ამ დროს ობიექტმა ეკრანზე ე.წ. შთაგონებითი გამოსახულება დაინახოს. ამიტომ, ამ მეთოდს იშვიათად იყენებენ, თუმცა მალე საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადადის და ამ მეთოდის გამოყენება გაადვილდება.
ყველა ეს მეთოდი ადამიანების ზომბირებისთვის გამოიყენება… ზემოქმედების ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, მეთოდი ჩვეულებრივი ელექტროშოკია, რომელიც, ალბათ, ნებისმიერ პოლიციელს აქვს და რომელმაც ადამიანს შეიძლება, სერიოზული ზიანი მიაყენოს. ელექტროშოკის ცოცხალ ორგანიზმზე ზემოქმედება სპეცსამსახურებს სრულფასოვნად აქვთ შესწავლილი და აქტიურად გამოიყენება მეხსიერების მოსაშლელად, დაკითხვის ან წამებისას ტკივილის გამოსაწვევად, ობიექტის სანდო გაუვნებელყოფისთვის. ობიექტზე, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია, ელექტროშოკის გამოყენება, შეიძლება, ფატალურად დამთავრდეს.
არსებობს სხვადასხვა სიმძლავრის ელექტროშოკი. ელექტრო დენი, რომელიც 10 მიკროამპერზე ნაკლებია, ძალიან სუსტად ითვლება. 20 მ/ა სუნთქვის მოშლას იწვევს, 70 მ/ა საგრძნობლად აფერხებს სუნთქვას, 100 მ/ა გამოყენებას გულის ფიბრილაცია მოჰყვება, რომელიც შეიძლება, სიკვდილით დამთავრდეს. 200 მიკროამპერი კი, მხოლოდ დამწვრობას კი არ ტოვებს, არამედ, სუნთქვასაც აჩერებს.
კიდევ ერთ საინტერესო დეტალს გეტყვით: ადამიანის დატენიანებული კანის წინააღმდეგობა 1-დან 5 კილო ომამდეა, სხეულის შიდა, ანუ ქსოვილების წინააღმდეგობა კი, – 100-დან 500 კილო ომამდე. დენი, რომლის ძაბვაც 240 ვოლტზე მაღალია, კანს ხლეჩს. თუ ელექტროშოკის გამოყენებისას ენერგია 3 ჯოულს აღწევს, მაშინ გულის გაჩერებაა მოსალოდნელი. 130 ვოლტის ელექტროიმპულსი კი, თავის ტვინის ნეირონებს შლის.. მეხსიერების მოშლისა და ადამიანის ბუნებრივი ინსტინქტების ჩასაკლავად 50 ათასი ვოლტი საკმარისია, მაგრამ ამ დროს დენის სიმძლავრე მილიამპერს არ უნდა აღემატებოდეს, ელექტროიმპულსის ენერგია კი, 0,3 ჯოულს არ უნდა სცილდებოდეს.
ელექტროშოკის გამოყენებისას მნიშვნელოვანია, რომ ზემოქმედება ღია კანზე არ მოხდეს. ამასთან, მნიშვნელობა აქვს ზემოქმედების ხანგრძლივობასაც, რომელიც 5 წამზე მეტი არ უნდა იყოს,“ – ამბობს ფარული რესპოდენტი, რომელიც „თაიმერს“ ადამიანზე ზემოქმედების იმ მეთოდებზეც ელაპარაკა, რომელაც „ნაცმოძრაობა“ იყენებდა და რომელთაც „თაიმერი“ უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ…
მოამზადა ნიკა მელიქიძემ

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიპროკურორის ინფორმაციით, იური ვაზაგაშვილის მკვლელობის თანამონაწილეობაში ბრალდებულს აშშ-სა და საფრანგეთში ეძებენ
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი – საქართველო საკუთარ ტერიტორიაზე კიდევ ერთ ომს არ დაუშვებს