ფრანსუა ოლანდი: თუ რუსეთში კრიზისია, ეს ევროპისთვის კარგი არ არის

news
: news იანვარი 5, 2015 13:18

ფრანსუა ოლანდი: თუ რუსეთში კრიზისია, ეს ევროპისთვის კარგი არ არის

მნიშვნელოვანი

  • რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციები უნდა მოიხსნას, თუ აღმოსავლეთ უკრაინის კრიზისის მოგვარებაში გარკვეული სახის პროგრესი იქნება, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა რადიოსადგურ France Inter-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

სხვა სტატიები

რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციები უნდა მოიხსნას, თუ აღმოსავლეთ უკრაინის კრიზისის მოგვარებაში გარკვეული სახის პროგრესი იქნება, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა რადიოსადგურ France Inter-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

“თუ რუსეთში კრიზისია, ეს ევროპისთვის მაინცდამაინც კარგი არ არის. ვფიქრობ, სანქციები უნდა შეჩერდეს. თუ იქნება პროგრესი, სანქციები უნდა მოიხსნას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი კვლავ ძალაში დარჩება”, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ფრანსუა ოლანდმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის მიზანი არ არის აღმოსავლეთ უკრაინის ანექსია. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ვლადიმერ პუტინის მთავარი მიზანია, აღკვეთოს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება.

“პუტინის არ სურს აღმოსავლეთ უკრაინის ანექსია, ეს თავად განმიცხადა მე. ერთადერთი რაც მას უნდა, რომ უკრაინა არ შევიდეს ნატო-ში”, – აღნიშნა ფრანსუა ოლანდმა.

news
: news იანვარი 5, 2015 13:18

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

  • სანდრა რულოვსი (66%, 1 551 ხმა)
  • გიორგი (გეგა) შენგელია (26%, 615 ხმა)
  • ზვიად სიჭინავა (4%, 103 ხმა)
  • თენგო ჯგუშია (3%, 81 ხმა)

ხმები სულ: 2 350

Google სტატისტიკა


13,921
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics