ფრანკფურტში ტექნო მუსიკის მუზეუმს გახსნიან

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 16, 2015 17:08

ფრანკფურტში ტექნო მუსიკის მუზეუმს გახსნიან

თანამედროვე ელექტრონული მუსიკის მუზეუმის გახსნა 2017 წელს დაიგეგმა მაინის ფრანკფურტში, წერს სააგენტო dpa. მუზეუმის მთავარი მიმართულება კლუბური და დიჯეის სუბკულტურების ჩვენება იქნება გერმანიის ფინანსურ დედაქალაქში. როგორც ინიციატორები ამბობენ, ერთ-ერთი მათგანი ტექნო მუსიკაში ცნობილი დიჯეი ანდრეას ტომალია, რომელიც Talla 2XLC-ს ფსევდონიმით არის ცნობილი, ექსპოზიციები მოყვება კლუბურ მუსიკაზე, მოდასა და კულტურაზე. მუზეუმში კლუბური ატმოსფერის შექმნა რეგულარული ტექო საღამოების ჩატარებით არის ჩაფიქრებული.
სავარაუდოდ, მომავალი მუზეუმი ახლანდელი საბავშვო მუზეუმის ადგილას გაიხსნება, რომელიც ფრანკფურტის ცენტრში მდებარეობს. საბავშვო მუზეუმი თავის მხრივ 2016 წელს ისტორიული მუზეუმის ახალ შენობაში გადადის.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 16, 2015 17:08