ფრანგების მწარე პასუხი აშშ-ს

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივნისი 26, 2015 03:06

ფრანგების მწარე პასუხი აშშ-ს

მნიშვნელოვანი

  • მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა და ვიცეპრეზიდენტმა კატეგორიულად უარყვეს მოსმენის ფაქტი, ვიკილიკსის მტკიცება საფრანგეთს ეტყობა, რომ სარწმუნოდ მიაჩნია და ოფიციალურ ბოდიშს ითხოვს აშშ-სგან...

სხვა სტატიები

გახმაურებული სკანდალი, რომელიც აშშ-სა და საფრანგეთის ურთიერთობებში შესაძლებელია შავ ლაქად დარჩეს, უკავშირდება ,,ვიკილიქსის,, მიერ სააშკარაოზე გამოტანილ მტკიცებას, რომლის მიხედვითაც აშშ-ს სპეცსამსახურები 6 წლის განმავლობაში უსმენდნენ საფრანგეთის სამ პრეზიდენტს: ჟაკ შირაქს, ნიკოლა სარკოზის, და ფრანსუო ოლანდს.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა და ვიცეპრეზიდენტმა კატეგორიულად უარყვეს მოსმენის ფაქტი, ვიკილიკსის მტკიცება საფრანგეთს ეტყობა, რომ სარწმუნოდ მიაჩნია და ოფიციალურ ბოდიშს ითხოვს აშშ-სგან…

ბოდიშამდე კი, საფარნგეთის იუსტიციის მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომლითაც აშშ-ს სილა გააწნა…

საფრანგეთის იუსტიციის მინისტრის კრისტიან ტობირას განცხადებით, ის არ გამორიცხავს, რომ აშშ-სა და ინგლისის მიერ ძებნილი და ლონდონში ეკვადორის საელჩოში 3 წელზე მეტი ხნის განმავლობაში შეფარებული ,,ვიკილიკსის,, დამფუძნებელი ჟულიან ასანჯი და აშშ-დან რუსეთში გაქცეული უშიშროების აგენტი ედუარდ სნოუდენი, შეიფაროს და მათ პოლიტიკური თავშესაფარი მისცეს. ,,თუმცა ამას მე კი არ გავაკეთებ… თუ საკითხი გადაწყდა ამას საფრანგეთის პრეზიდენტი ან პრემიერი გააკეთებენ,, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივნისი 26, 2015 03:06

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,376
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics