ფოტო თუ ფოტომონტაჟი?! საგარეო უწყებას ეჭვი ეპარება

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მაისი 4, 2015 14:45

ფოტო თუ ფოტომონტაჟი?! საგარეო უწყებას ეჭვი ეპარება

მნიშვნელოვანი

  • ,,თაიმერში,, გასულ ინფორმაციას, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტის თავმჯდომარის სომხეთში განხორციელებულ ოფიციალურ ვიზიტს უკავშიორდებოდა, დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა…

სხვა სტატიები

11211473_1564722060439223_1015943709_o,,თაიმერში,, გასულ ინფორმაციას, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტის თავმჯდომარის სომხეთში განხორციელებულ ოფიციალურ ვიზიტს უკავშიორდებოდა, დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა…
საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის დავით კერესელიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა ინფორმაცია, რომ სომხეთის პარლამენტის სპიკერმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტის თავმჯდომარეს უმასპინძლა, ქართული მხარის რეაგირება იქნება მკაცრი. ამის შესახებ დავით კერესელიძემ ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ამით კერესელიძე ოსურ მედიაში
როგორც კერესელიძემ აღნიშნა, ამის შესახებ ინფორმირებულია საქართველოს საელჩო სომხეთში და ქართული მხარე ცდილობს დააზუსტოს, რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სიმართლეს.
“თუკი დადასტურდა, რომ ეს მართლაც ასე მოხდა, მაშინ ჩვენ, რა თქმა უნდა, ადეკვატურად მკაცრ რეაგირებას მოვახდენთ ყველა იმ საშუალებით, რაც ჩვენ ხელთ გაგვაჩნია. ამაზე რეაგირება აუცილებლად იქნება”, – განაცხადა კერესელიძემ.
ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში კერესელიძემ რეგირების გზებზეც ისაუბრა… ,,რეაგირების სხვადასხვა სახე არსებობს, მათ შორის არის ნოტა. არსებობს პროტესტი, არსებობს დემარში, მიმართვა, კონსულტაციები, ელჩების შეხვედრა.
“არ ვიცი, ვნახოთ, რამდენად შეესაბამება სიმართლეს ეს ინფორმაცია. წინასწარ ნურაფერს ნუ ვიტყვით”, – განაცხადა კერესელიძემ.
აღსანიშნავია, რომ ,,თაიმერმა,, აღნიშნული ინფორმაცია ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტის ოფიციალურ საიტზე დაყრდნობით გაავრცელა და არა ოსურ მედიაზე დაყრდნობით… აქედან გამომდინარე, საგარეო საქმეთა სამინისტროს მტკიცება, რომ ამ ინფორმაციას მხოლოდ ოსური მედია ავრცელებს, ოდნავ უზუსტობას შეიცავს… მიუხედავად ქართველთა მხრიდან ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებისადმი ნეგატიური დამოკიდებულებისა, დე-ფაქტო ოსური პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ოდნავ უფრო მეტი ლეგიტიმაცია აქვს, ვიდრე უბრალოდ სამხრეთ ოსური მედიის… ძალიან საეჭვოა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პარლამენტს, მსგავსი არასწორი ინფორმაცია და თან სომხეთისა და სამხრეთ ოსეთის პარლამენტების ხელმძღვანელთა დამონტაჟებული ფოტოთი საკუთარ ოფიციალურ საიტზე დაედო. 

სააგენტო ,,თაიმერი,,

www.timer.ge

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მაისი 4, 2015 14:45