ფონდი “ქართუ” სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად დამატებით 8 მილიონ ლარს ჩარიცხავს

news
ავტ.: news ივლისი 16, 2015 12:52

ფონდი “ქართუ” სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად დამატებით 8 მილიონ ლარს ჩარიცხავს

ფონდი “ქართუ” სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად დამატებით 8 მილიონ ლარს ჩარიცხავს. როგორც თბილისის ვიცე-მერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თბილისის საკრებულოს მიერ დამტკიცებული სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარების წესის შესაბამისად, დღეს უკვე შემოსულია 7 ოჯახის განაცხადი, რომელთა წევრების რაოდენობა 37-ს შეადგენს. სპეციალურად დაზარალებულთათვის გაიხსნა საგარანტიო ანგარიშები, სადაც მათთვის განკუთვნილი 1 657 000 ლარი უახლოესი დღეების განმავლობაში აისახება. ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს, ვინც თუნდაც ერთი ლარი გადარიცხა სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად.
“სწორედ თითოეული თქვენგანის დახმარებით ხდება შესაძლებელი დაზარალებული 50 ოჯახის მუდმივი საცხოვრისით უზრუნველყოფა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დღეის მდგომარეობით, დაზარალებულთა საცხოვრისით უზრუნველყოფისათვის, განსახლებისა და სახლების რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხა 18 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს, საიდანაც დღეს მობილიზებულია 10 მილიონი ლარი. აქ განსაკუთრებით მადლობა მინდა გადავუხადო საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ “ქართუს” და მის დამფუძნებელს, იმისათვის, რომ წესით აღებული ვალდებულების შესასრულებლად დამატებით ჩაირიცხება კიდევ 8 მილიონი ლარი და შესაბამისად, ის თანხა, რომელიც იყო საჭირო ამ წესის აღსასრულებლად, სრულად შეივსება”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

news
ავტ.: news ივლისი 16, 2015 12:52

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


16,743
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics