ფიქრია ჩიხრაძე: “გაზპრომთან” დაკავშირებული მიმდინარე პროცესები საზოგადოებისთვის გამჭვირვალე არაა

news
ავტ.: news ოქტომბერი 12, 2015 13:12

ფიქრია ჩიხრაძე: “გაზპრომთან” დაკავშირებული მიმდინარე პროცესები საზოგადოებისთვის გამჭვირვალე არაა

პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩევლის ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, „გაზპრომთან“ დაკავშირებით, პროცესები გამჭვირვალედ არ მიმდინარეობს.

ჩიხრაძის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია დაკავებულია იმით, რომ აქტიურად მიიღოს ინფორმაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. კითხვაზე, მოიწვევს თუ არა “გაზპრომის” საკითხის გამო საქართველოს პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს სხდომას, რასაც საპარლამენტო უმცირესობა ითხოვს, პრეზიდენტის მრჩეველმა აღნიშნა, რომ ადმინისტრაცია ამ თემაზე ინფორმაციებს აგროვებს.

„გაზპრომთან“ ურთიერთობა ის თემაა, რომელზეც განსხვავებული აზრები შეიძლება ჰქონდეს საქართველოში მყოფ პოლიტიკურ სპექტრს და ქართულ საზოგადოებას, რადგან ჩვენ მწარე გამოცდილება გვაქვს ამ კუთხით. ასეთივეა ჩვენი პარტნიორების და ევროპელების გამოცდილებაც, როდესაც „გაზპრომის“ გამოყენება ხდება პოლიტიკურ იარაღად. რაც შეეხება იმ პროცესს, რომელიც ახლა მიმდინარეობს და საზოგადოებისთვის გამჭვირვალე არაა, პრეზიდენტის ადმინისტრაცია დაკავებულია იმით, რომ აქტიურად მიიღოს ინფორმაცია, რასთან გვაქვს საქმე. უმნიშვნელოვანესია ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობები აზერბაიჯანთან, როგორც პოლიტიკურ, ისე ენერგოუზრუნველყოფის და ენერგოდამოუკიდებლობის თვალსაზრისით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ურთიერთობებს გავუფრთხილდეთ. არავითარი აუცილებლობა, დღევანდელი მონაცემებით, ე.წ. დივერსიფიცირების დაჩქარების არ იყო. არანაირი საფრთხე არაა, რომ ან გაზის ნაკადის შემცირება, ან ფასის ზრდა გველოდებოდა. ჩვენ ველოდებით უფრო ღრმა და მზარდ ურთიერთობებს აზერბაიჯანთან, ამ საკითხთან მიმართებაში, რაც მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის საკითხთან. როგორც კი მივიღებთ ინფორმაციას, უშიშროების საბჭოს მდივანთან ერთად, უახლოეს ხანში მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ჩიხრაძემ.

news
ავტ.: news ოქტომბერი 12, 2015 13:12