ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისში 300 ყალბი ნოკია აღმოაჩინა

news
ავტ.: news აპრილი 4, 2015 12:31

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისში 300 ყალბი ნოკია აღმოაჩინა

ყალბი ნოკია თბილისში. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ვაგზლის მოედანის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი საწარმოს ხელმძღვანელი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა, ჩინური წარმოების 300 ერთეულ მობილურ ტელეფონზე სასაქონლო ნიშანი NOKIA-ს სასაქონლო ნიშნით შეცვალა, რის შემდეგაც ეს ტელეფონები მთლიანობაში 6600 ლარად გაყიდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლისა და 210-ე მუხლის პირველი ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 2 დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

news
ავტ.: news აპრილი 4, 2015 12:31

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics