ფინანსთა მინისტრი ევროსაბჭოს ეკონომიკური დანაშაულისა და თანამშრომლობის განყოფილების წარმომადგენელს შეხვდა

news
ავტ.: news სექტემბერი 25, 2015 19:34

ფინანსთა მინისტრი ევროსაბჭოს ეკონომიკური დანაშაულისა და თანამშრომლობის განყოფილების წარმომადგენელს შეხვდა

მნიშვნელოვანი

  • შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა თბილისში აღნიშნული კონფერენციის ჩატარების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ საქართველო აქტიურად მუშაობს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართული მექანიზმების დახვეწისა და საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოების მიმართულებით.

სხვა სტატიები

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ევროპის საბჭოს ეკონომიკური დანაშაულისა და თანამშრომლობის განყოფილების წარმომადგენელს ელენა ჟოლიკს შეხვდამ რომელმაც ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა თბილისში აღნიშნული კონფერენციის ჩატარების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ საქართველო აქტიურად მუშაობს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართული მექანიზმების დახვეწისა და საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოების მიმართულებით.

ელენა ჟოლიკის განცხადებით, ევროპის საბჭო გამოთქვამს მზადყოფნას, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა როგორც რისკების შეფასების, ისე რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადების და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის შექმნის მიმართულებითაც.

როგორც აღინიშნა, ქართული მხარე ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში, გააგრძელებს თანამშრომლობას ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ქმედებათა შემფასებელ ექსპერტთა ევროპის საბჭოს კომიტეტთან და ფინანსური ქმედების ჯგუფთან მათი რეკომენდაციებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად.

news
ავტ.: news სექტემბერი 25, 2015 19:34