“ფეხებს ვერ მოჭამთ უმწიფრებო!” -ირაკლი ღლონტი მეჭიაურს ეხმაურება

news
ავტ.: news ოქტომბერი 22, 2015 22:19

“ფეხებს ვერ მოჭამთ უმწიფრებო!” -ირაკლი ღლონტი მეჭიაურს ეხმაურება

მნიშვნელოვანი

  • თამაზ მეჭიაურის მუქარას პრეზიდენტის მიმართ პარტია ”რეფორმატორების” თავმჯდომარე ეხმაურება. ირაკლი ღლონტი საქართველოს პრეზიდენტს მხარდაჭერას უცხადებს და უმრავლისობის წევრს აფრთხილებს, რომ ხელისუფლების დღეები დათვლილია.

სხვა სტატიები

თამაზ მეჭიაურის მუქარას პრეზიდენტის მიმართ პარტია ”რეფორმატორების” თავმჯდომარე ეხმაურება. ირაკლი ღლონტი საქართველოს პრეზიდენტს მხარდაჭერას უცხადებს და უმრავლისობის წევრს აფრთხილებს, რომ ხელისუფლების დღეები დათვლილია.

”მინდა საჯაროდ შევუთვალო დეპუტატ მეჭიაურს, რომ მარგველაშვილის გვერდით დღეს დგას ხალხი, პრეზიდენტის გვერდით დგას პოლიტიკურიოპოზიციის უმრავლესობა, არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები და რამდენიც არ უნდა ეცადოთ, ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას თქვენსენაზე მეტყველებისთვის, მაგრამ ფეხებს ვერ მოჭამთ უმწიფრებო, რადგან თქვენი დღეები დათვლილია და ეს თქვენს თავს დააბრალეთ!!!

თქვენ, ,,ქართულ ოცნება”–ს გაწყობთ ქვეყანაში დესტაბილიზაცია და ესკალაცია, რადგან სხვა გზით, არავითარი შანსი არ გაგაჩნიათ 2016 წელსკვლავ დაეუფლოთ ძალაუფლებას და მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური ინტერესები გიდგათ წინ, მაშინ როდესაც მოსახლეობაუკიდურეს მდგომარეობაშია და ჩემი თაობა ემიგრანტთა რიგებს მასშტაბურად უერთდება !!!”-აცხადებს ირაკლი ღლონტი.

“რუსთავი 2-ის მოვლენები ჩაწყნარდება და პრეზიდენტსაც მოვუვლით “ოცნება”, მარგველაშვილმა იმედები გაუცრუა არამარტო ბიძინა ივანიშვილს არამედ მთლიანად ქართულ ოცნებას”.- განაცხადა თამაზ მეჭიაურმა დღეს პრეზიდენტის განცხადების საპასუხოდ.

news
ავტ.: news ოქტომბერი 22, 2015 22:19

Google სტატისტიკა


7,349
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics