“ფეხბურთი ძალიან მძიმე და რთულ მდგომარეობაშია”

news
: news იანვარი 16, 2015 21:37

“ფეხბურთი ძალიან მძიმე და რთულ მდგომარეობაშია”

მნიშვნელოვანი

  • ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, უახლოეს დღეებში სპორტის მინისტრი ფეხბურთის განვითარების გეგმას წარმოადგენს.

სხვა სტატიები

kaxa-kaladzeვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, უახლოეს დღეებში სპორტის მინისტრი ფეხბურთის განვითარების გეგმას წარმოადგენს.

ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა ვიდეოდიალოგის მიმდინარეობისას რეგიონებში საფეხბურთო მოედნების პრობლემის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
“რაც შეეხება ხაშურის სტადიონს, მას 1980-იან წლებში ჩაუტარდა რეკონსტრუქცია. სტადიონის ქონების ბაზაზე დაარსდა შპს და არსებული დავალიანების გამო შპს-ს ქონება ამჟამად დაყადაღებულია. დღეის მდგომარეობით, სტადიონი სავალალო მდგომარეობაშია. მინდა გითხრათ, რომ ფეხბურთი ძალიან მძიმე და რთულ მდგომარეობაშია. ამასთან დაკავშირებით პრემიერმა სპეციალური კომისიაც კი ჩამოაყალიბა. ჩვენ ბევრს ვმუშაობთ იმასთან დაკავშირებით, რომ ფეხბურთის განვითარების გეგმა დაიდოს და უახლოეს დღეებში სპორტის მინისტრის მიერ ეს გეგმა წარმოდგენილი იქნება, რომლის განხილვაც მოხდება, მაგრამ ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ფეხბურთის განვითარება და წინ წაწევა რთულია, თუ პირველ ეტაპზე სახელმწიფომ არ განახორციელა ინვესტიციები, რადგან ისეთივე მდგომარეობაა ყველა რაიონში როგორც ხაშურში. ინფრასტრუქტურა განადგურებულია და მშენებლობა ფუნდამენტიდან მოგვიწევს, თუმცა გადაწყვეტილებაა მისაღები, რომ დავიწყოთ და ეტაპობრივად, ყველა რაიონს მივხედოთ, რადგან ფეხბურთი საქართველოში ყველაზე პოპულარული სპორტია და იმედი მაქვს, რომ ფეხბურთი იქნება ისეთივე მოწოდების სიმაღლეზე, როგორც ეს გარკვეული წლების განმავლობაში იყო”,-განაცხადა კალაძემ.
news
: news იანვარი 16, 2015 21:37

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,434
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics