ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები ამ დრომდე არ დაწყებულა

news
ავტ.: news ოქტომბერი 3, 2015 11:34

ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები ამ დრომდე არ დაწყებულა

ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები ამ დრომდე არ დაწყებულა. წინასწარ განსაზღვრული დროით საარჩევნო ყრილობა სასტუმრო “ჰოლიდეი ინნ”-ში, 11:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა ამ დრომდე დელეგატების და კანიდატების იმ დარბაზში შეშვებაც არ დაწყებულა, სადაც არჩევნები უნდა ჩატარდეს.
დარბაზში ამ დრომდე იმყოფებიან ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი.
უეფა-ს ვიცე-პრეზიდენტი გრიგორი სურკისი კი სხვა დარბაზში სავარაუდოდ, რევაზ არველაძეს ხვდება. თუ რის გამო არ იწყება საარჩევნო ყრილობა ამ დრომდე ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის: რევაზ არველაძე, ლევან კობიაშვილი და მამუკა კვარაცხელია. ფედერაციის პრეზიდენტი 4 წლის ვადით ირჩევა. აქამდე ეს თანამდებობა ზვიად სიჭინავას ეკავა, რომელიც ვადაზე ადრე, არჩევნებამე დაახლოებით ერთი თვით ადრე გადადგა. ამჟამად პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე პრეზიდენტი ალექსანდრე ჩივაძე ასრულებს.

news
ავტ.: news ოქტომბერი 3, 2015 11:34

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


37,521
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics