ფეხბურთის ფედერაცია ქართველი ფეხბურთელების დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

news
: news მაისი 5, 2015 14:57

ფეხბურთის ფედერაცია ქართველი ფეხბურთელების დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ქართველი ფეხბურთელების დაკავებასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. როგორც სფფ-ში აღნიშნავენ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სრულად მხარს უჭერს და მუდმივ რეჟიმში თანამშრომლობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ჩაწყობილი – გარიგებული მატჩების ორგანიზატორთა და ამ პროცესში ჩართულ პირთა გამოსავლენად.
“სამწუხაროდ წარსული გამოცდილება, სახელმწიფო სტურუქტურებისა და სფფ-ის შეუვალი პოზიცია ასეთი ფაქტების მიმართ არ იქცა საგულისხმო მაგალითად ზოგიერთი ფეხბურთელის, მწვრთნელისა თუ ფეხბურთში დაკავებული სხვა პირისათვის. მათ მიუხედავად ბოლო წლებში გადადგმული მკაცრი სადამსჯელო ნაბიჯებისა, დაჭერებისა თუ საფეხბურთო ოჯახიდან მოკვეთის არა ერთი მაგალითის მიუხედავად მაინც ვერ გაითავისეს ის რისკები და საშიშროება, რაც ჩაწყობილი თამაშების ორგანიზებასა თუ თანამონაწილეობას მოსდევს თან. იმედს გამოვთქვამთ, რომ ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელები, მწვრთნელები, მსაჯები თუ კლუბებში დასაქმებული სხვა პირები სრულფასოვნად გაიაზრებენ იმ ზიანის მასშტაბებს, რაც თითოეული ასეთი შემთხვევის გამოვლენისას ქართულ ფეხბურთს ადგება და ერთხელ და სამუდამოდ უარს იტყვიან მსგავს გარიგებებში მონაწილეობაზე. მანამდე, კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გააგრძელებს ამ მიმართულებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობას და მხარს დაუჭერს ასეთ ფაქტებში მონაწილე ყველა პირის გამოვლენასა და კანონის შესაბამისად დასჯის ფაქტებს”, – ნათქვამია განცხადებაშია.
შსს-მ პირველ ლიგაში მოასპარეზე ქართველი ფეხბურთელები დააკავა. ამ თემაზე შსს-ში ბრიფინგი გაიმართა. როგორც უწყებაში აცხადებენ, დაკავებულია პირველი ლიგის რამდენიმე გუნდის 8 ფეხბურთელი. ისინი ბრალდებულები არიან თამაშების ჩაწყობაში.

news
: news მაისი 5, 2015 14:57

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,990
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics