,,ფეშმერგა,, ერაყში მორიგ გამარჯვებას ზეიმობს

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი იანვარი 22, 2015 18:02

,,ფეშმერგა,, ერაყში მორიგ გამარჯვებას ზეიმობს

ერაყის სიდიდით მეორე ქალაქ მოსულის ჩრდილოეთ ნაწილში, დღეს დილით მოწყობილ პრესკონფერენციაზე, ჩრდილოეთ ერაყის ქურტისტანის დაზვერვის სამსახურის უფროსმა და ქურტისტანის პრეზიდენტის მესუთ ბარზანის შვილმა მესრუს ბარზანიმ განაცხადა, რომ 10936737_403505909809602_1395073111_oქურტისტანის შეარაღებულმა ფორმირება ,,ფეშმერგამ,, შაბათს დაწყებული ოპერაცია, ქალაქ მოსულის ჩრდილოეთით ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების წინააღმდეგ, კოალიციურ ავიაციის მხარდაჭერით, წარმატებით ჩაატარა და შედაგად განადგურებულია 200-მდე ისლამური სახელმწიფოს მებრძოლი. ,, 500-მდე კვადრატულ კილომეტრზე მიმდინარე ოპერაცია წარმატებულად ჩატარდა და ეს ტერიტორია ისეა გაწმენდილი ტერორისტებისაგან, რომ მათ აქ დაბრუნება აღარ მოუნდებათ. ეს ,,ფეშმერგას,, დიდი გამარჯვებაა,, განაცხადა მესრუს ბარზანიმ. მისივე სიტყვებით, ოპერაციის მსვლელობისას, ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები, ,,ფეშმერგას წინააღმდეგ 14 ავტომობილის გამოყენებას აპირებდა, რომელებშიც ბომბები იყო დამონტაჟებული… თუმცა 14 დან 3, კოალიციური ავიაციის მიერ მიყენებული დარტყმებით იქნა განადგურებული, ხოლო 11 თავად ,,ფეშმერგამ,, გაანადგურა ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებით. მან აგრეთვე გააკრიტიკა ერაყის ცენტრალური ხელისუფლება იმის გამო, რომ ისინი ,,ფეშმერგას,, იაღაღით ჯეროვნად ვერ ამარაგებს. ,,ერაყის ხელისუფლების მხრიდან ჩვენს წილად გამოყოფილი იარაღი და ტრანსპორტი საკმარისი არაა და ჩვენ კვოტით უფრო მეტი გვეკუთვნის,,- განაცხადა მესრუს ბარზანიმ

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი იანვარი 22, 2015 18:02

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,018
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics