ფერგიუსონში სიტუაცია ისევ დაძაბულია

news
ავტ.: news აგვისტო 11, 2015 11:36 განახლებულია

ფერგიუსონში სიტუაცია ისევ დაძაბულია

მნიშვნელოვანი

  • აშშ-ს ქალაქ ფერგიუსონში, რომელიც მისურის შტატში მდებარეობს, დაკავებულ შავკანიან მამაკაცს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდება წაუყენეს. როგორც პოლიცია ამბობს, ის ერთ-ერთი იმ ექვსთაგანია, რომლებმაც ცეცხლი გაუხსნეს სამართალდამცავებს.

სხვა სტატიები

აშშ-ს ქალაქ ფერგიუსონში, რომელიც მისურის შტატში მდებარეობს, დაკავებულ შავკანიან მამაკაცს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდება წაუყენეს. როგორც პოლიცია ამბობს, ის ერთ-ერთი იმ ექვსთაგანია, რომლებმაც ცეცხლი გაუხსნეს სამართალდამცავებს.
ჰარისი, რომელიც პოლიციის ერთ-ერთმა ოფიცერმა დაჭრა, კრიტიკულ მდგომარეობაშია და საავადმყოფოში იმყოფება. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ის უარაღო იყო და სამართალდამცველებისგან გაქცევას ლამობდა.
გარდა ამისა, მისურის ქალაქ სენტ-ლუისში დაახლოებით 50 ადამიანი დააკავეს სასამართლოს შენობის ბლოკირებისთვის. აქციის მონაწილეები ფერგიუსონის პოლიციის დაშლას და ხელახალ ფორმირებას ითხოვდნენ.
საპროტესტო აქცია ერთი წლის წინ პოლიციელის მიერ მოკლული მაიკლ ბრაუნის ხსოვნის პატივსაცემად გაიმართა.
ქალაქში მდგომარეობა ამ წუთამდე დაძაბულია.

news
ავტ.: news აგვისტო 11, 2015 11:36 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics