ფეისბუქ-გვერდი “13 ივნისი” და ამავე ჯგუფის ადმინისტრატორების გვერდების გაუქმებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

news
ავტ.: news ივნისი 18, 2015 16:55

ფეისბუქ-გვერდი “13 ივნისი” და ამავე ჯგუფის ადმინისტრატორების გვერდების გაუქმებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

მოხალისეთა მიერ შექმნილი ფეისბუქ-გვერდი “13 ივნისი” და ამავე ჯგუფის ადმინისტრატორების ფეისბუქ-გვერდების გაუქმებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
“სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ გაუქმდა სტიქიის შედეგების აღმოფხვრაზე მომუშავე მოხალისეთა მიერ შექმნილი ფეისბუქ-გვერდი “13 ივნისი” და ამავე ჯგუფის ადმინისტრატორების ფეისბუქ-გვერდები, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში

news
ავტ.: news ივნისი 18, 2015 16:55

Google სტატისტიკა


9,124
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics