,,ფეისბუქი,, ახალ ფუნქციებს იძენს

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მარტი 27, 2015 19:24

,,ფეისბუქი,, ახალ ფუნქციებს იძენს

,,ფეისბუქის,, მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამ კომპანიის მესვეურები სოციალური ქსელისათვის ორი ახალი ფუნქციის მინიჭებაზე მუშაობენ.

პირველი: ,,ფეისბუქს,, მოკლე ხანში ,,ვაიბერის,, მსგავსი სატელეფონო ფუნქცია ექნება, რომელსაც ,,Facebook Phone,, ერქმევა. ეს ფუნქცია, მისცემს საშუალებას მომხმარებლებს დაურეკონ ერთმანეთს ტელეფონზე, ავტომატურად დაადგენს დამრეკავი მომხმარებლის სატელეფონო ნომერს და რამდენჯერმე უარყოფის შემთხვევაში, მისცემს საშუალებას  მომხმარებელს დაბლოკოს აბეზარი დამრეკავის ნომერი.

მეორე: ,,ფეისბუქი,, მუშაობს ფუნქციაზე, რომელიც საშუალებას მისცემს მომხმარებელს, სრულად გადმოსცეს ნანახი საკუთარ გვერდზე პანორამული ვიდეოს საშუალებით… ამ ფუნქციაზე მუშაობა ჯერჯერობით არ დასრულებულა, თუმცა საუბარია 380 გრადუსიანი პანორამის მქონე ვიდეოს განთავსების შესაძლებლობაზე.

,,ფეისბუქის,, განცხადებაში აგრეთვე საუბარია იმაზე, რომ ის წამყვან საინფორმაციო სააგენტოებს დაუთმობს საკუთარ გვერდებს.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მარტი 27, 2015 19:24

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


20,972
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics