“უწიგნური, უსინდისო და თავხედი ადამიანი” – ნიკა გვარამია თამაზ ურთმელიძეზე საუბრობს

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი მოსამართლე ურთმელიძეს უწიგნურს, უსინდისოსა და თავხედ ადამიანს უწოდებს. ასეთი შეფასება გვარამიამ სასამართლოს დარბაზიდან მისი გამოძევების შემდეგ გააკეთა და თქვა, რომ მოსამართლე ურთმელიძე აუცილებლად აგებს პასუხს.

„მოსამართლე მიკერძოებულია და ეს უნამუსო ადამიანი არის უწიგნურიც, რადგან სამარცხვინოდ იქცევა პროცესზე პროფესიული კუთხითაც, არაფერს არ ასაბუთებს. იღებს სრულიად უკანონო გადაწყვეტილებებს საპროცესო ნორმების მითითების გარეშე. სასამართლო არის მოსყიდული ხელისუფლებისა და ქვეყნის არაფორმალური ლიდერის მიერ, რომელიც აუცილებლად პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის. მოსამართლე ურთმელიძის მიერ სასამართლო ხელისუფლება იქნა გაუქმებული დღეს, რუსთავი 2 და თავისუფალი მედია დატოვებულია სამართლიანი სასამართლოს გარეშე,“ – აცხადებს ნიკა გვარამია.

რუსთავი 2-ის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში უკვე 7 საათია მიმდინარეობს.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიმოსამართლე ურთმელიძემ ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზიდან გააძევა
შემდეგი სტატია“რუსთავი 2”-ის საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 22 ოქტომბერს ჩაინიშნა