უძრავი ქონებიდან მფლობელის სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე გამოსახლების შესაძლებლობა შესაძლოა, გაუქმდეს

news
ავტ.: news მაისი 19, 2015 16:45

მნიშვნელოვანი

  • უძრავი ქონებიდან მფლობელის სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე გამოსახლების შესაძლებლობა, შესაძლოა გაუქმდეს.

სხვა სტატიები

უძრავი ქონებიდან მფლობელის სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე გამოსახლების შესაძლებლობა, შესაძლოა გაუქმდეს.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებმა დღევანდელ სხდომაზე “საქართველოს სამოქალაქო კოდექსში”, “საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში”, “პოლიციის შესახებ” კანონში და “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტების ინიცირების საკითხზე იმსჯელეს.
ცვლილებები საპოლიციო გამოსახლების საკითხებს შეეხება. როგორც საკითხის მომხსენებლმა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ პაატა კიკნაველიძემ განაცხადა, კანონპროექტების მიზანია, უძრავი ქონებიდან სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე მფლობელის გამოსახლების შესაძლებლობის გაუქმება. როგორც კომიტეტის სხდომაზე ითქვა, ამის შედეგად, ფორმალურ მესაკუთრესა და ფაქტობრივ მფლობელს შორის წარმოშობილ სამართლებრივ დავას განიხილავს და გადაწყვეტს პოლიტიკურად ნეიტრალური – სასამართლო.
კომიტეტის წევრებმა საკითხის პარლამენტში ინიცირებას მხარი დაუჭირეს.

news
ავტ.: news მაისი 19, 2015 16:45

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


16,681
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics