უჩა ნანუაშვილი – საფრთხის შემცველია ნორმა, რომლის მიხედვით, საკრებულოს შეუძლია არჩეულ მერს უნდობლობა გამოუცხადოს

news
ავტ.: news ივლისი 2, 2015 17:38 განახლებულია

უჩა ნანუაშვილი – საფრთხის შემცველია ნორმა, რომლის მიხედვით, საკრებულოს შეუძლია არჩეულ მერს უნდობლობა გამოუცხადოს

მნიშვნელოვანი

  • სახალხო დამცველის შეფასებით, საკრებულოს მიერ პირდაპირი წესით არჩეული მერების და გემგებლებისთვის უნდობლობის გამოცხადების ნორმა, საფრთხის შემცველია.

სხვა სტატიები

სახალხო დამცველის შეფასებით, საკრებულოს მიერ პირდაპირი წესით არჩეული მერების და გემგებლებისთვის უნდობლობის გამოცხადების ნორმა, საფრთხის შემცველია.
პარლამენტში გაწეული საქმიანობის ამსახველი ანგარიშის წარდგენისას, უჩა ნანუაშვილმა საარჩევნო საკითხებზეც გაამახვილა ყურადღება.
“იმ პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, რომლის მიხედვით, მოხდა მერების და გამგებლების პირდაპირი წესით არჩევა, საფრთხის შემცველად მიგვაჩნია ნორმა, რომლის თანახმად, საკრებულოს აქვს შესაძლებლობა, უნდობლობა გამოუცხადოს არჩეულ მერს და გამგებელს. აღნიშნული სამართლებრივი მექანიზმის არსებობა პირდაპირი წესით არჩეულ თანამდებობის პირთა მიმართ არ შეიძლება გამართლებულად ჩაითვალოს. ეს წარმომადგენლობითი დემოკრატიის პრინციპს ეწინააღმდეგება”, – განაცხადა ნანუაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე.

news
ავტ.: news ივლისი 2, 2015 17:38 განახლებულია