უჩა ნანუაშვილი: გამოძიებული აქამდეც უნდა ყოფილიყო არა ერთი საქმე წამების

საქართველოს სახალხო დამცველი დადებითად აფასებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე, გიორგი უგულუვას საქმეზე განვითარებულ მოვლენებს. როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი, დემოკრატიულ სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა კანონის უზენაესობა და დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება.

პრეზიდენტი სახალხო დამცველს შეხვდა. საუბარი წამების ამსახველი კადრების გავრცელებას შეეხო. ომბუდსმენმა შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიისთვის კომენტარი გააკეთა.

„მოლოდინი არის საზოგადოებაში და გამოძიებული აქამდეც უნდა ყოფილიყო არა ერთი საქმე წამების, რისი მოთხოვნაც საზოგადოებისგან არსებობს და აუცილებლად უნდა იყოს ბოლომდე მისული,“ – აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა

სახალხო დამცველის განმარტებით, უნდა შეიზღუდოს ამ კადრების გავრცელება, რადგან მისივე თქმით, მას უფრო ეფექტი აქვს და კიდევ უფრო მეტ რისკებს აჩენს საზოგადებაში დაძაბულობის კერების შექმნისა და ძალადობის ესკალაციისათვის.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიმანანა კობახიძის კურიოზული კომენტარი გოგი თოფაძის განცხადებაზე+ვიდეო
შემდეგი სტატიაკახა კოჟორიძე: ადმინისტრაციისთვის ქიბარ ხალვაშს მოქალაქეობის მინიჭების ან უარის თქმის მოთხოვნით, არ მოუმართავს