უფლებადამცველი მერაბ ბლადაძე პრეზიდენტის იმპიჩმენტის ინიციატივით გამოდის

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 26, 2015 15:26

უფლებადამცველი მერაბ ბლადაძე პრეზიდენტის იმპიჩმენტის ინიციატივით გამოდის

უფლებადამცველი მერაბ ბლადაძე პრეზიდენტის იმპიჩმენტის ინიციატივით გამოდისუფლებადამცველი მერაბ ბლადაძე პრეზიდენტის იმპიჩმენტის ინიციატივით გამოდის
საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თავისი წინამორბედის, მიხეილ სააკაშვილის საქმიაობაში „7 პიჯაკისა და სამი თუ ოთხი სუშის ქვითრის“ გარდა სხვა დანაშაულს ვერ ხედავს. აქედან გამომდინარე, მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, ვივარაუდო, რომ ბატონი მარგველაშვილი უკანონობას ვერც უკანონო დაპატიმრებებში ხედავს, ვერც – ქუჩაში დახვრეტებში, ვერც – ნავთლუღის სპეცოპერაციაში, ვერც – გირგვლიანის მკვლელობაში, ვერც – 7 ნოემბრისა და 26 მაისის აქციების დარბევებში, ვერც – მსჯავრდადებულთა წამებებში და ვერც – პატიმართა გაუპატიურებებში,“ – მიიჩნევს უფლებადამცველი მერაბ ბლადაძე, რომელმაც საზოგადოებამ ე.წ. ციხის კადრების საქმიდან გაიცნო.
ამასთან, ბლადაძე მარგველაშვილს „ბრმა და ყრუ“ პრეზიდენტს უწოდებს და „თაიმერთან“ საუბრისას რიტორიკულად კითხულობს: „მაშ, ასეთი პრეზიდენტი რისთის გვჭირდება?“
საპრეზიდენტო არჩევნების წინ, საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში „მარგველაშვილის მხარდამჭერთა დარბაზი“ შეიქმნა, რომელსაც ღირსეული ხალხი ხელმძღვანელობდა. სწორედ მათ მივმართავ: „მარგველაშვილის მხარდამჭერთა დარბაზის“ პატივცემულო ხელმძღვანელებო, თქვენც იზიარებთ პრეზიდენტ მარგველაშვილის პოზიციებს?. თუ არა, მაშ, რას მივაწერო თქვენი დუმილი?“ – კითხულობს მერაბ ბლადაძე და პრეზიდენტის იმპიჩმენტის ინიციატივით გამოდის.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 26, 2015 15:26

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,266
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics