უნდა დავაწესოთ საზოგადოებრივ პოლიტიკური კონტროლი იმაზე, რომ ზურა აბაშიძე არ გავიდეს მისი კომპეტენციის ფარგლებს გარეთ

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი თებერვალი 25, 2015 18:08

უნდა დავაწესოთ საზოგადოებრივ პოლიტიკური კონტროლი იმაზე, რომ ზურა აბაშიძე არ გავიდეს მისი კომპეტენციის ფარგლებს გარეთ

უნდა დავაწესოთ საზოგადოებრივ პოლიტიკური კონტროლი იმაზე, რომ ზურა აბაშიძე არ გავიდეს მისი კომპეტენციის ფარგლებს გარეთ“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის ირაკლი ალასანიას აზრით, საზოგადოებრივ-პოლიტიკური კონტროლი უნდა დაწესდეს იმაზე, რომ პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე მისი კომპეტენციის ფარგლებს არ გასცდეს და არ აკეთოს ის, რაც მისი საქმე არ არის.
ამის შესახებ ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს “თავისუფალი დემოკრატების” საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა. შეხვედრაზე განსახილველი ძირითადი თემა ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობის გარდა ერთ-ერთი სწორედ საგარეო პოლიტიკური კურსი იყო.
როგორც ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, “თავისუფალ დემოკრატებს” პირველად მიეცათ ამ საკითხის პრეზიდენტთან განხილვის საშუალება, მას შემდეგ რაც საგანგაშო განცხადებები გააკეთა პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ.
“ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს სრული თანხმობა, თანხვედრა აზრებისა იმაში, რომ ძალიან მკაფიოდ, ძალიან ნათლად უნდა გაიწეროს რა უფლებამოსილება აქვს პრემიერის წარმომადგენელს.

ამ გადაცდომების შემდეგ ეს კიდევ უფრო აქტუალური გახდა, საგარეო პოლიტიკის კუთხით წამყვანი ყოველთვის საგარეო საქმეთა სამინისტრო უნდა იყოს. ჩვენ ამიტომ მივმართეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს, რომ ისინი გაემიჯნონ ამ განცხადებებს”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მისივე თქმით, როდესაც რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის პოსტი იქნა შემოღებული და აბაშიძე-კარასინის დიალოგის ფორმატი შეიქმნა, განსაზღვრული იყო, რომ პოლიტიკური უსაფრთხოების საკითხები, რომლებიც რუსეთთან გვაქვს განსახილველი, ჟენევის ფორმატში უნდა წარმართულიყო, ხოლო აბაშიძეს და კარასინს მხოლოდ ჰუმანიტარულ და სავაჭრო საკითხებზე უნდა ემსჯელათ.
“დღეს ვატყობთ, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ეს შეიცვალა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ზურაბ აბაშიძის გადაწყვეტილება არ არის, ეს არის დე ფაქტო პრემიერის გადაწყვეტილება, რომელიც მას აძლევს ამ უფლებამოსილებას, რომ ისაუბროს სხვა თემებზე, რომელიც მის უფლებამოსილებაში არ შედის. ჩვენ რა შეგვიძლია გავაკეთოთ, უნდა დავაწესოთ საზოგადოებრივ პოლიტიკური კონტროლი იმაზე, რომ ზურა აბაშიძე არ გავიდეს მისი კომპეტენციის ფარგლებს გარეთ და რაც მისი საქმე არ არის ის არ აკეთოს”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი თებერვალი 25, 2015 18:08

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,229
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics