უნგრელებმა უკრაინელებს ,,ზურგში დანა ჩაარტყეს,,

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივლისი 15, 2015 14:06

მნიშვნელოვანი

  • ,,დანა ზურგში,, ,,უნგრეთმა გვიღალატა,, ,,უნგრეთი ჩვენს წინააღმდეგ მუშაობს,, დღეს მსგავსი სათაურებით გამოვიდა სტატიები უკრაინულ მედიაში, რომელიც უნგრეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ შპიონაჟს ეხება...

სხვა სტატიები

,,დანა ზურგში,, ,,უნგრეთმა გვიღალატა,, ,,უნგრეთი ჩვენს წინააღმდეგ მუშაობს,, დღეს მსგავსი სათაურებით გამოვიდა სტატიები უკრაინულ მედიაში, რომელიც უნგრეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ შპიონაჟს ეხება…

,,უნგრული დაზვერვის აგენტები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დაწყებიდან აქტიურად მუშაობდნენ კიევში უკრაინის ხელისუფლების წინაღმდეგ,, ამის შესახებ განცხადება უნგრეთის პარლამენტში, უნგრეთის სამოქალაქო დაზვერვის მინისტრმა იანოშ ლაზარმა გააკეთა, იუწყება უნგრული The Budapest Beacon.

გამოცემის ცნობით, ეს განცხადება უნგრეთის პარლამენტში 23 ივნისს გაკეთდა, თუმცა მისი დეტალები მხოლოდ ამ დღეებში იქნა გახმაურებული.

უნგრელი მინისტრის განცხადებით, უნგრელი ჯაშუშების აქტიურობა განპირობებულია იმით, რომ ხელი შეუწყონ უკრაინაში ისეთი პოლიტიკოსების ,,წინ წაწევას,, რომლებიც უნგრეთის ინტერესებს დაიცავენ, რამეთუ ზაკარპატიეს რეგიონში მცხოვრები უნგრელების მომავალი ათწლეულის მანძილზე სერიოზული პრობლემების მატარებელი იქნება.

ჯერჯერობით უცნობია უკრაინის ოფიციალური ხელისუფლების რეაგირება, უნგრეთის მინისტრის განცხადებაზე.

 

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივლისი 15, 2015 14:06

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics