უმრავლესობის ნაწილი მათ ლიდერს უკვე ღიად დაუპირისპირდა

news
ავტ.: news თებერვალი 13, 2015 10:39

უმრავლესობის ნაწილი მათ ლიდერს უკვე ღიად დაუპირისპირდა

”უმრავლესობის ლიდერი მისი განცხადებებით საკუთარ დელეგიტიმაციას ახდენს” – ასე გამოხმაურა ზაქარია ქუცნაშვილი დავით საგანელიძის გუშინდელ განცხადებებს.

მმართველი გუნდის ნაწილმა უმრავლესობის ლიდერი და პრეზინდეტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატებისთვის მათთან შეუთამნხმებელი კრიტერიუმების დაწესებისთვის გააკრიტიკეს.

საკუთარი არგუმენტები აქვს დავით საგანელიძეს. მისი მტკიცებით, კონსულტაციებზე ინფორმაცია რამდენჯერმე მიაწოდა ფრაქციების თავმჯდომარეებს – ”ქართული ოცნების” ფრაქციის უმრავლესობის ინფორმირება კი გიორგი ვოლსკის უნდა მოეხდინა.

“როდესაც უმრავლესობის ლიდერი საკუთარივე განცხადებაში ხაზგასმით ამბობს ორჯერ, რომ მე არა ვარ ვალდებული ველაპარაკო უმრავლესობის წევრებს, ამით ის ახდენს თავისი თავის დელეგიტიმაციას,” – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

ის ფაქტი, რომ უმრავლესობასთან მის ლიდერს კონსულტაციები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის კრიტერიუმენზე არ ჰქონია, თავდაპირველად დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ გაახმოვანა, რასაც უმრავლესობის წევრების მხრიდან არა ერთგვაროვანი შეფასებები და კომენტარები მოყვა. ზოგი ადასტურებს, ზოგი კი უარყოფს კონსულტაციებში მონაწილეობას.

საპარლამენტო ოპოზიციაშიო აცხადებენ, რომ უმრავლესობაში დისციპლინის რღვევა შეიმჩნევა.

“უმრავლესობის ლიდერის გამონათქვამი ჩემთვის სრულიად გაუგებარია როცა ის ამბობს მე ხომ ყველას ვერ შევხვდებოდი. იმის თქმა, რომ ჩვენ თავისუფლები ვართ და უმრავლესობა ჭრელია, ეს უკვე სიჭრელე და თავისუფლება აღარ არის. ეს არის დისციპლინის მორღვევა უმრავლესობაში,” – განაცხადა თავისუფალი დემოკრატების წევრმა, გია ცაგარეიშვილმა.

news
ავტ.: news თებერვალი 13, 2015 10:39

Google სტატისტიკა


3,408
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics