„უმკაცრესი ზომები უნდა გატარდეს, რადგან აშკარა პროვოკაციის სუნი უდის გაბალაში მომხდარ შემთხვევას“

news
ავტ.: news ივლისი 10, 2015 10:54

„უმკაცრესი ზომები უნდა გატარდეს, რადგან აშკარა პროვოკაციის სუნი უდის გაბალაში მომხდარ შემთხვევას“

მნიშვნელოვანი

  • გარემოს დაცვის მინისტრის გიგლა აგულაშვილის განცხადებით, აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში ფეხბურთის მატჩის დროს, ინციდენტში მონაწილე პირები მკაცრად უნდა დაისაჯონ.

სხვა სტატიები

გარემოს დაცვის მინისტრის გიგლა აგულაშვილის განცხადებით, აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში ფეხბურთის მატჩის დროს, ინციდენტში მონაწილე პირები მკაცრად უნდა დაისაჯონ.

მისი თქმით, აღნიშნულ ინციდენტებს შორს მიმავალი მიზნები აქვს.

„აღნიშნული ინციდენტი სამწუხარო ფაქტია. რამდენადაც მე ვიცი, აზერბაიჯანში მომხდარ ინციდენტს, საქართველოში მომხდარი შემთხვევა უსწრებდა წინ. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, ამიტომ, ვფიქრობ, რომ ყველა სამსახურმა, ვისაც ევალება, უმკაცრესი ზომები უნდა გაატაროს, რადგან აშკარა პროვოკაციის სუნი უდის ამ შემთხვევას. ამ ტიპის მაპროვოცირებელი შემთხვევები, ხშირად შორს მიმავალ გეგმებს ისახავენ მიზნად. აქედან გამომდინარე, საქართველოს და აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ადეკვატური ღონისძიებები უნდა გაატარონ“, – განაცხადა აგულაშვილმა.

ცნობისთვის, აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში საფეხბურთო მატჩის მსვლელობისას საქართველოს დროშა დაწვეს. ინცინდენტი UEFA-ს ევროპის ლიგის საპასუხო შეხვედრისას მოხდა, როდესაც „გაბალა“ თბილისის “დინამოს” მასპინძლობდა.

თავდაპირველად მოედანზე აზერბაიჯანის დროშა გამოიფინა, მის შემადგენლობაში კი რუსთავი, ბოლნისი და მარნეული იყო მოქცეული. მოგვიანებით ქართული ქალაქების აზერბაიჯანული სახელებით პლაკატები გამოჩნდა, საქართველოს დროშას კი ცეცხლი შეხვედრის დასასრულს წაუკიდეს.

მომხდართან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას აპირებს კლუბი „დინამო“. კლუბ „გაბალას“ მთავარი მწვრთნელი კი აცხადებს, რომ ის კატეგორიულად ემიჯნება ფაქტს და მომხდარში დამნაშავე პირები უნდა დაისაჯნონ.

აღნიშნულ ფაქტს გულშემატკივრები 2 ივლისს, საქართველოში, “დინამო თბილისი”-“გაბალას” თამაშის დროს მომხდარ შემთხვევას უკავშირებენ, როდესაც ქართველმა გულშემატკივრებმა პლაკატი წარწერით – “ჩვენ გვახსოვს ზაქათალა, კახი, 1921” გამოფინეს.

news
ავტ.: news ივლისი 10, 2015 10:54

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


12,804
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics