უკრაინული ,,დნეპრი,, ევროპის ლიგის ფინალშია

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მაისი 15, 2015 01:48

უკრაინული ,,დნეპრი,, ევროპის ლიგის ფინალშია

მნიშვნელოვანი

  • ევროპის ლიგის ფინალში, რომელიც 27 მაისს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გაიმართება, დნეპროპეტროვსკის ,,დნეპრი,, ესპანურ ,,სევილიას,, შეხვდება, რომელმაც თავის მხრივ იტალიური ,,ფიორენტინა,, (3:0 და 2:0) დაამარცხა.

სხვა სტატიები

1431636905-6892-gol-evgeniya-selezneva-vyivel-dnepr-v-final-ligi-evropyiუკრაინულმა დნეპროპეტროვსკის ,,დნეპრმა,, ევროპის ლიგის (ყოფილი უეფას თასი) ნახევარფინალური ტურის განმეორებით მატჩში, კიევის ოლიმპიურ სტადიონზე, იტალიის ერთერთი საუკეთესო კლუბი ,,ნაპოლი,, 1:0 დაამარცხა და ორი მატჩის ჯამში 2:1  (პირველი მატჩი ნეაპოლში 1:1) გამარჯვებით ევროპის ლიგის ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

თამაშში, რომელიც ძირითადად ,,ნაპოლის,, უპირატესობით მიმდინარეობდა… ,,დნეპრმა,, შესძლო საკუთარ კარში გოლი არ გაეშვა და თვითონ, 58 წუთზე ევგენი სელეზნიოვის გოლის წყალობით გამარჯვება მოიპოვა.

ევროპის ლიგის ფინალში, რომელიც 27 მაისს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გაიმართება, დნეპროპეტროვსკის ,,დნეპრი,, ესპანურ ,,სევილიას,, შეხვდება, რომელმაც თავის მხრივ იტალიური ,,ფიორენტინა,, (3:0 და 2:0) დაამარცხა.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მაისი 15, 2015 01:48

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics