უკრაინის ხელისუფლება დომბასისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებას არ აპირებს დღეს

news
ავტ.: news აგვისტო 29, 2015 18:33

უკრაინის ხელისუფლება დომბასისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებას არ აპირებს დღეს

უკრაინის საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი დეცენტრალიზაციის ნაწილში დომბასისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებას არ ითვალისწინებს. 92-ე მუხლს კი, რომელიც გარკვეული ქალაქებისთვის სპეციალური სტატუსის შესაძლებლობას გულისხმობს, პროექტიდან საერთოდ ამოიღებენ.

განცხადება ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა გააკეთა.

პეტრე პოროშენკოს თქმით, კონსტიტუციის ცვლილების პროექტს მხოლოდ რუსეთი ეწინააღმდეგება. ის კი არ დაუშვებს, რომ მთავარი კანონი ქვეყნის გარედან იწერებოდეს.

უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში ამ დროისთვის ყველაზე დაძაბული ვითარება დონეცკისა და მარიუპოლის მიმართულებით რჩება. ბოლო 24 საათის განმავლობაში საბრძოლო მოქმედებებს იქ 2 უკრაინელი სამხედრო ემსხვერპლა.

news
ავტ.: news აგვისტო 29, 2015 18:33

Google სტატისტიკა


3,408
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics