უკრაინის პროკურატურაში მუშაობას უახლოეს პერიოდში იურისტი გიზო უგულავა დაიწყებს–მიხეილ სააკაშვილი

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 17, 2015 23:06

უკრაინის პროკურატურაში მუშაობას უახლოეს პერიოდში იურისტი გიზო უგულავა დაიწყებს–მიხეილ სააკაშვილი

უკრაინის პროკურატურაში მუშაობას უახლოეს პერიოდში იურისტი გიზო უგულავა დაიწყებს.უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელმა, მიხეილ სააკაშვილმა, თოქშოუ “არჩევანში” გიორგი გაბუნიასთან საუბრის დროს ახალი ინფორმაცია გააჟღერა.

მისი ინფორმაციით, დავით საყვარელიძესთან ერთად უკრაინის პროკურატურაში მუშაობას უახლოეს პერიოდში იურისტი გიზო უგულავა დაიწყებს.

“ის, რაც აქ ხდება, ძალიან ნაცნობია ჩვენთვის. უკრაინელებს ძალიან უნდოდათ აქ გამოცდილი ქართველი პროფესიონალების ჩამოყვანა. მაგალითად, გეტყვით, რომ აქ ძალიან მოსწონთ და უყვართ ეკა ზღულაძე, შეიძლება ითქვას, ბრენდად იქცა უკრაინაში. ეკა იწყებს ახლა პატრულის რეფორმას. ძალიან რადიკალურ რეფორმებს ატარებს. მას აქვს სრული მანდატი და საზოგადოების ნდობა. ანტიკორუფციული პაკეტი სრულად ქართველებმა მოამზადეს. გიორგი ვაშაძე, ზურაბ ადეიშვილი, გიზო უგულავა ჰყავდათ ჩამოყვანილი. ძალიან ჩქარობდნენ ისინი ქართველების ჩამოყვანას. დათო საყვარელიძე დღეს მივიდა პროკურატურაში. მას ჩააბარეს პროკურატურის წმენდა, რადგან იქ არის რთული კორუფციული ფონი, რაც ჩვენთან იყო,”- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

 

მიხეილ სააკაშვილის კრიტიკა  საგარეო უწყებამ უკრაინის ელჩის დაბარების გამოც დაიმსახურა.

მისი თქმით, ის ევროკავშირის მიერ იყო მიწვეული საქართველოსთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციაზე, „სადაც საქართველოს მთავრობის წევრები ისე იქცეოდნენ, გეგონება, კეთროვანთან ჰქონდათ საქმე” და აქვე ამერიკის მიერ სამუშაო ვიზის მიღების ფაქტსაც იხსენებს.

„რატომ არ დაიბარეს ევროკავშირის ელჩი და არ მოუწყეს დემარში? რატომ არ დაიბარეს ამერიკის ელჩი? უკრაინის ელჩის დაბარების არ მესმის, უკრაინა დაბალი ღობეა?“ – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

 

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 17, 2015 23:06

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,232
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics