უკრაინის პრეზიდენტმა არაკანონიერი ფორმირებების განიარაღება ბრძანა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 5, 2015 17:18

უკრაინის პრეზიდენტმა არაკანონიერი ფორმირებების განიარაღება ბრძანა

სახელმწიფო არ დაუშვებს არაკანონიერი სამხედრო ფორმირებების შექმნას, რომელთაც დაურეგისტრირებელი იარაღი ექნებათ – განაცხადა უკრაინის პრეზიდნტმა თავის ტელეინტერვიუში.
რამდენიმე ხნის წინ იგივე განცხადება გააკეთა დონეცკელი სეპარატისტების ლიდერმაც.
„სახელმწიფო არ დაუშვებს უკრაინის ქალაქებსა და გზაზე, ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარების ზონაშიც კი, არაკანონიერი სამხედრო ფორმირებების გამოჩენას“ – განაცხადა პრეზიდენტმა პოროშენკომ გუშინ „მე-5 არხისთვის“მიცემულ ინტერვიუში. მისი თქმით, უკრაინის მილიციამ დაახლოებით 40 უკანონოდ შეაიარაღებული პირის დაკავება შეძლო. უფრო მეტიც, იარაღის ტოტალური ინვენტარიზაციის შემდეგ, დაკარგული 2 ათასი ცალი ერთეულიდან ათასი უკვე ნაპოვნია და დაბრუნებული – განაცხადა პრეზიდენტმა.
მსგავსი განცხადება გააკეტა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელმაც, რომლმაც თქვა, რომ ის, ვინც უკანონო იარაღს არ დააბრუნებს, გატანაბრებული იქნება მარადიორებთან. მან ყველას, ვისაც დაურეგისტრირებელი იარაღი აქვს, მოუწოდა ის ჩაებარებინა. ჩაბარების ვადა გუშინ ამოიწურა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 5, 2015 17:18