უკრაინის იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილედ გია გეწაძე დაინიშნა

news
: news იანვარი 14, 2015 14:33

უკრაინის იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილედ გია გეწაძე დაინიშნა

მნიშვნელოვანი

  • უკრაინის იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილედ გია გეწაძე დაინიშნა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი

სხვა სტატიები

უკრაინის იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილედ გია გეწაძე დაინიშნა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკუთარ “ფეისბუქის” გვერდზე ავრცელებს.

“ჩემი მეგობარი გია გეწაძე დაინიშნა უკრაინის იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილედ. ის ამ მაღალ თანამდებობაზე ილიაუნის იურიდიული ფაკულტეტის დეკანობიდან გადადის და მანამდე სხვადასხვა მაღალი თანამდებობა ეკავა ჩემს მთავრობაში. გია ჩემი თანამოაზრე და მთელი ეს წლები ჩემი ახლო მრჩეველი იყო. ბოლო უკრაინულ მოვლენებშიც ერთად ვმონაწილეობდით. ის უკრაინაში ჩვენი ყოფილი თანამშრომლების მთელ გუნდთან ერთად ინიშნება და უმნიშვნელოვანესი რეფორმების გატარება დაევალება. ჩვენ წინასწარ განვიხილეთ ეს გადაწყვეტილება და იმ დასკვნამდე მივედით, რომ უკრაინის წარმატება უფრო სწრაფად დააძლევინებს დროებით სიძნელეებს ჩვენს ქვეყანასაც. ერთი ისაა დასანანი, რომ საქართველო, არა მხოლოდ მართვის საუკეთესო სპეციალისტებს, არამედ დროსაც კარგავს.
მომწონს”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

news
: news იანვარი 14, 2015 14:33

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,434
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics