უკრაინის ელჩი საქართველოში თანამდებობას ტოვებს

news
ავტ.: news ივნისი 18, 2015 17:45

უკრაინის ელჩი საქართველოში თანამდებობას ტოვებს

უკრაინის ელჩი საქართველოში ვასილი ციბენკო თანამდებობას ტოვებს. შესაბამისი ბრძანება უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ოფიციალურ ვებგვერდზე დღეს გამოქვეყნდა.
“გათავისუფლდეს ვასილი გრიგორევიჩ ციბენკო საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოსტიდან”, – აღნიშნულია ბრძანება #343/201-ში.
თუ ვინ ჩაანაცვლებს ციბენკოს, ჯერ უცნობია. ვასილი ციბენკო საქართველოში უკრაინის ელჩის პოსტს 2009 წლიდან იკავებდა.

news
ავტ.: news ივნისი 18, 2015 17:45