უკრაინის გენერალური პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების შუამდგომლობას განიხილავს

news
ავტ.: news თებერვალი 18, 2015 15:25

უკრაინის გენერალური პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების შუამდგომლობას განიხილავს

მნიშვნელოვანი

  • გენერალური პროკურორის მოადგილე ვიტალი კასკო უარყოფს საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებას, თითქოს ქართულ მხარეს მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებაზე უარი ეთქვა.

სხვა სტატიები

გენერალური პროკურორის მოადგილე ვიტალი კასკო უარყოფს საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებას, თითქოს ქართულ მხარეს მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებაზე უარი ეთქვა.

კასკოს განმარტებით, საქართველოს მთავარი პროკურატურის მოთხოვნაზე საექსტრადაციო შემოწმება მიმდინარეობს.

“მოთხოვნა განხილვის პროცესშია. მიმდინარეობს საექსტრადაციო შემოწმება. გადაცემის თაობაზე საქართველოს შუამდგომლობაზე ჩვენ უარი არ გვითქვამს. მოთხოვნაზე პასუხი მონაცემების შემოწმებაზე იქნება დამოკიდებული”, – განაცხადა გენერალური პროკურორის მოადგილემ. რაც შეეხება საქართველოს იუსტიციის ყოფილ მინისტრს, ვიტალი კასკოს მისი ექსტრადირების მოთხოვნაზე არაფერი უთქვამს.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ უკრაინულმა მხარემ საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის ექსტრადირებაზე შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და მათ გადმოცემაზე უარს აცხადებს.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს საქართველოში 4 ბრალდება აქვს წაყენებული. მათ შორის, 7 ნოემბერს მომიტინგეთა დარბევასა და “იმედში” შეჭრაზე. ამასთან, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა არკადი პატარაკაციშვილის ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდების გამო. სააკაშვილი ბრალდებებს არ აღიარებს.

იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს კი მთავრი პროკურატურა თანამდებობის ბოროტად გამოყენებას, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზებას, მტკიცებულებების ფალსიფიკაციასა და დანაშაულის პროვოცირების ორგანიზებას ედავება. ადეიშვილზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნაა გამოცხადებული

news
ავტ.: news თებერვალი 18, 2015 15:25