უკრაინელთა ქართველი მეთაური ქართველ მეომრებს საკუთარ ბატალიონში ეპატიჟება

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე აპრილი 28, 2015 13:08

უკრაინელთა ქართველი მეთაური ქართველ მეომრებს საკუთარ ბატალიონში ეპატიჟება

მნიშვნელოვანი

  • უკრაინის შეიარაღებული ძალების ცალკეული სპეციალური დანიშნულების ბატალიონი დონბას-უკრაინას ,,ქართული,, ასეულის მეთაური დავით მარტიაშვილი, თუ ადრე აცხადებდა რომ დაუფიქრებლად არავინ წამოსულიყო უკრაინაში საომრად, ახლა უკვე სოციალური ქსელით ეპატიჟება ქართველ მეომრებ საკუთარ ბატალიონში რუსი აგრესორების წინააღმდეგ საომრად...

სხვა სტატიები

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცალკეული სპეციალური დანიშნულების ბატალიონი დონბას-უკრაინას ,,ქართული,, ასეულის მეთაური დავით მარტიაშვილი, თუ ადრე აცხადებდა, რომ დაუფიქრებლად არავინ წამოსულიყო უკრაინაში საომრად, ახლა უკვე სოციალური ქსელით ეპატიჟება ქართველ მეომრებს საკუთარ ბატალიონში რუსი აგრესორების წინააღმდეგ საომრად…
,, ვინც რა უნდა გვაბოლოს… საქართველოს სამხედრო ტაქტიკური,სტრატეგიული და ახლა პოლიტიკური
მარცხი სახეზეა!
,,ვიცხოვროდ ერთ ოჯახში როგორც ადრე,, -ალექსანდრ ლუკაშენკო… ოღონდ წართმეული და დაქცეული ქვეყნით.
მე განვაგრძობ რუსეთის აგრესის წინაღმდეგ უკრაინაში ბრძოლას.
მე არც მიშა ვარ და არც არავის მოვუწოდებ საიდან-სადმე გადმოსვლას და მაღალ ხელფას, მე ადრევე გავემიჯნე ამ განცხადებას და მივიჩნიე რომ ის არასწორად იყო აღქმული და ალბათ ინსტრუკტორებზე გათვლილი (შეგიძლიათ ჩემს წინა ინტერვიუებში ნახოთ).
მაგრამ იმ ხალხს, რომლებსაც ამ თვეების მანძილზე ასეულობით გაჩერებდით… ახლა გეუბნებით ნება თქვენია! შეგიძლიათ ჩემი ქვედანაყოფის რიგებში ებრძოლოთ აგრესორს!
ტანკისტები,არტილერისტები, მზვერავები,ინჟინრები, მსროლელები და მედიკოსები… ყველა გვჭირდება! ნება თქვენია! არავის მოგიწოდებთ მაგრამ კარებსაც აღარავის დაგიხურავთ… არავითარი ფულადი ანაზღაურება არც გვაქვს და არც გვექნება!
ფულის გულისათვის ვინც იბრძვის, ისეთები ტერორისტების რიგებში უამრავია, მაგრამ სამწუხაროდ სამშობლოდან მათ წინაღმდეგ განცხადებებიც კი არ კეთდება… არადა ,,ფე-ეს-ბე-ს,, ეგიდით დაგიბრუნდებიან ისინი მანდ… მათ ნაცვლად ჩვენზე ინთხევა ბოღმა და ღვარძლი.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ (ვინც მიცნობს არც ჭირდება ამის თქმა), პოლიტკასთან და პოლიტიკოსებისგან შორს ვარ… არც მოქალაქეობა შემიცვლია და არც ვაპირებ.
დიდება საქართველოს!!!
დიდება უკრაინას!!!
უფალი გვფარავდეს ამ მართლაცდა სახალხო ომში!!!,, აცხადებს დავით მარტიაშვილი
www.timer.ge

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე აპრილი 28, 2015 13:08

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics