უკრაინელებმა დონეცკის აეროპორტი დათმეს?

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი იანვარი 17, 2015 16:20

უკრაინელებმა დონეცკის აეროპორტი დათმეს?

მოსკოვი უკრაინაში შტურმისთვის ემზადება! ამ დროისათვის საზღვარზე 60.000 მდე რუსი ჯარისკაცი და ასეულობით ტექნიკაა მობილიზებული.თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის თავდაცვის წარმომადგენელთა განცხადებით, მათმა სამხედრო ნაწილებმა 7 დღიანი გააფრთებული ბრძოლების შედეგად სრული კონტროლი დაამყარეს დონეცკის აეროპორტის ტერიტორიაზე! მათივე განცხადებით, ბოლო ერთი დღის განმავლობაში 20-მდე უკრაინელი მებრძოლი უწევდა წინააღმდეგობას დონეცკელებს თუმცა ამ მომენტისთვის ისინი სრულად არიან განდევნილი აეროპორტის ტერიტორიიდან.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროში არც ადასტურებენ და არც უარყოფენ ამ ფაქტს, მაგრამ აცხადებენ, რომ სეაპარატისტებმა დიდი ძალებისა და საბრძოლო ტექნიკის მობილიზება მოახდინეს დონეცკის აეროპორტთან. ვრცელდება აგრეთვე ინფორმაცია კადიროველი ჩეჩენი მებრძოლების მონაწილეობაზე აეროპორტის ბრძოლებში და რუსული ცეცხლმტყორცნი დანადგარის ,,ბურატინოს,, გამოყენებაზე.
თავის მხრივ უკრაინის თავდაცვის სამინისტრო, გუშინდელი დღის განმავლობაში ანტიტეროსტული ოპერაციის დროს 3 დაღუპულ და 18 დაჭრილ მეომარზე ადასტურებს ინფორმაციას.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი იანვარი 17, 2015 16:20

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,018
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics