უკრაინელებმა ,,გივის,, შტაბი მიწისაგან პირისა აღგავეს

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივნისი 14, 2015 23:54

უკრაინელებმა ,,გივის,, შტაბი მიწისაგან პირისა აღგავეს

მნიშვნელოვანი

  • უკრაინის არმიის მებრძოლებმა, დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ვიცე-პოლკოვნიკის მიხეილ ტოლსტიხის, მეტსახელად ,,გივის,, ბატალიონ ,,სომალის,, შტაბთან არსებული სეპარატისტების უდიდესი ტყვიაწამლის საწყობი ააფეთქეს.

სხვა სტატიები

უკრაინული და რუსული მედია საშუალებები ადასტურებენ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც უკრაინის არმიის მებრძოლებმა, დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ვიცე-პოლკოვნიკის მიხეილ ტოლსტიხის, მეტსახელად ,,გივის,, ბატალიონ ,,სომალის,, შტაბთან არსებული სეპარატისტების უდიდესი ტყვიაწამლის საწყობი ააფეთქეს.
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინული არმიის მიერ გასროლილი რამდენიმე ჭურვი პირდაპირ სამხედრო საწყობს მოხვდა, რამაც ასაფეთქებელი ნივთიერების დეტონაცია გამოიწვია და ,,გივის,, შტაბი მიწისაგან პირისა აღგავა…
40 წუთის განმავლობაში გაგრძელებულმა აფეთქებებმა ირგვლივ ყველაფერი გაანადგურა, რამაც სეპარატისტების გაშმაგება გამოიწვია და ამ წუთებში ისინი ავდეევკის საცხოვრებელ კვარტალებს ბომბავენ, აცხადებს უკრაინული მედია, რომელიც ავდეევკის ტერიტორიაზე 4 ჭურვის ჩამოვარდნის შესახებ აკეთებს ინფორმაციას.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივნისი 14, 2015 23:54

Google სტატისტიკა


3,408
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics