უკრაინა გაზის ექსპორტიორი გახდება…?

pic_846caf63fe935dc42e25036c53817842აშშ-ს ელჩმა უკრაინაში ჯეფრი პაიეტმა, უკრაინას გაზის მოპოვების საკითხში ამერიკული ინვესტიციების მოზიდვაში დახმარება შესთავაზა  და განაცხადა, რომ უკრაინას დიდი პოტენციალი აქვს მოკლე ხანში გაზის იმპორტიორიდან, გაზის ექსპორტიორ ქვეყანად გადაიქცეს.

უკრაინული მედიის ცნობით, ამერიკელი ელჩის განცხადება ემყარება რეალურ მეცნიერულად დასაბუთებულ ფაქტებს, რაც იმაში მდგომარეობს, რომ თუ ახლა უკრაინა 20 მილიარდ კუბ/მეტრ ბუნებრივ აირს თვითონ მოიპოვებს და 30 მილიარდს რუსეთიდან ყიდულობს… მას შეუძლია მოპოვება 70 მილიარდამდე გაზარდოს, რისთვისაც ადგილობრივ გაზის მომპოვებელ მრეწველობას ინვესტიციების სახით სულ მცირე 10 მილიარდი დოლარი ჭირდება.

არსანიშნავია, რომ უკრაინა, რომლის გაზის სადაზვერვო მარაგი 1 ტრილიონ კუბ/მეტრს შეადგენს, ხოლო სავარაუდო მარაგი 20 ტრილიონამდე ადის, 1950 წლამდე (ციმბირის გაზის საბადოების აღმოჩენამდე) მოსკოვს და მინსკს იქით აწვდიდა ბუნებრივ აირს.

ვირუსის ბლოკატორები