უკრაინა: გაერო მხარეებს მშვიდობისკენ მოუწოდებს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 18, 2015 18:19

უკრაინა: გაერო მხარეებს მშვიდობისკენ მოუწოდებს

გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა უკრაინაში კონფლიქტის ესკალაციის გამო შეშფოთება გამოთქვა, რომელმაც ბოლო დღეებში სამოქალაქო პირების დაღუპვა გამოიწვია.
პან გი მუნმა ყველა მხარეს მოუწოდა სასწრაფო ნაბიჯები გადადგან კონფლიქტის დეესკალაციისათვის.
მინიმუმ 10 ადამიანი დაიღუპა ორშაბათს უკრაინელ ჯარისკაცებსა და თვითგამოცხადებული დონბასის რესპუბლიკის სამხედრო შეიარაღებას შორის სროლისას.
მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.

უკანასკნელი თვეების განმავლობაში სოფელი სარტანი პირველია, სადაც ცეცხლი გაიხსნა – ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს-მდივანი ანდრეი ლისენკო ავრცელებს ინფორმაციას.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯონ კიბრმა ორშაბათს ბრიფინგზე რუსეთი ისევ დაადანაშაულა აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის ესკალაციაში.

“რუსეთი და სეპარატისტები აწყობენ ამ თავდასხმებს ისევე, როგორც გასული წლის აგვისტოს თვეში” – განაცხადა მან.

ორი დღის წინ ეუთოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მძიმე შეიარაღება, მინსკის ხელშეკრულების შესაბამისად, გაყვანილია გამყოფი ხაზიდან. ამასთანავე, მათივე თქმით, სეპარატისტებმა ეუთოს მისიას ორ მნიშვნელოვან ადგილზე წვდომა აუკრძალეს, სადაც მსხვილკალიბრიანი შეიარაღება დგას.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 18, 2015 18:19

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics