უკრაინა გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი გახდა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 15, 2015 20:10

უკრაინა გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი გახდა

გერმანია გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმებს მოითხოვსუკრაინა გაეროს უშიშროების საბჭოს დროებით წევრად აირჩიეს 2016-2017 წლისთვის – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “როიტერი” ავრცელებს. იმავე პერიოდის მანძილზე საბჭოს წევრებად არჩეული არიან იაპონია, ეგვიპტე, სენეგალი და ურუგვაი.
მიმდინარე წელს არამუდმივ წევრობაზე ხუთი ქვეყანა იყო პრეტენდენტი, ამიტომ მათი არჩევა არავისთვის ყოფილა სიურპრიზი. ყველა სახელმწიფომ გლობალური ორგანიზაციის 193 წევრი ქვეყნების ორი მესამედი ხმის დაგროვება შეძლო.

დროებითი წევრების არჩევა ორ წელიწადში ერთხელ ხდება: ყოველ წელს 5 ქვეყანა. მათ ვეტოს უფლება არა აქვთ. გასულ წელს იმავე სტატუსით არჩეული იყვნენ ანგოლა, ვენესუელა, მალაიზია, ახალი ზელანდია და ესპანეთი. ათი დროებითი წევრის გარდა გაეროს უშიშროების საბჭო 5 მუდმივი წევრისგან შედგება: რუსეთი, აშშ, ჩინეთი, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 15, 2015 20:10

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics