უკრაინაში LGBT პირებს აღლუმიდან პირდაპირ ჯარში გაიწვევენ

ლგბეტე

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის წარმომადგენელმა  ვლადისლავ სელეზნიოვმა პრესასტან საუბარში განაცხადა, რომ 6 ივნისს დაგეგმილი ,,თანასწორობის მარშის,, მონაწილე LGBT პირებს პირდაპირ აღლუმზე გადასცემენ უკრაინულ ჯარში გაწვევის უწყებას…

,,გენშტაბი და სამხედრო კომისარიატები, ადამიანებს არ აფასებენ მათი ორიენტაციის მიხედვით… ჩვენთვის ეს ხალხი პირველ რიგში უკრაინის მოქალაქეები არიან, რომლებმაც სამშობლო უნდა დაიცვან და არააქვს მნიშვნელობა სად გადასცემენ მათ უწყებას,, განაცხადა სელიზნიოვმა, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ აღლუმზე უწყების გადაცემაში უკანონობას ვერ ხედავს, რამეთუ უკრაინის კანონმდებლობით გაწერილი არაა თუ სად შეიძლება და სად არა, უწყების გადაცემა გასაწვევი პირისთვის.

აღსანიშნავია, რომ უფრო ადრე, უკრაინის ნაციონალისტური მემარჯვენე სექტორი დარბევითდაემუქრა დაგეგმილი ,,გეი აღლუმის,, მონაწილეებს… ხოლო შემდგომ კიევის მერს ვიტალი კლიჩკოს მიმართა განცხადებით, რათა გააუქმოს დაგეგმილი მსვლელობა. თავის მხრივ   კლიჩკომ მსვლელობის ორგანიზატორებს მიმართა თხოვნით, რომ თვითონ გააუქმონ ეს აქცია, პროვოკაციებისა და გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით, რაზეც ამ დრომდე ორგანიზატორი ორგანიზაციებისაგან პასუხი არ მიუღია.

TIMER-AA