უკრაინაში ქართველი მებრძოლი თამაზ სუხიაშვილი დაიღუპა

news
: news იანვარი 19, 2015 11:50

უკრაინაში ქართველი მებრძოლი თამაზ სუხიაშვილი დაიღუპა

უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლი თამაზ სუხიაშვილია, რომელიც ხაშურის რაიონის სოფელ ცხრამუხადან იყო. მომხდარი ტრაგედიის შესახებ ოჯახს უკვე შეატყობინეს. მას ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
ოჯახის წევრების განცხადებით, თამაზ სუხიაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2012 წლამდე მსახურობდა. მას მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში.
გარდა ამისა, როგორც “რუსთავი 2”-ის ეთერში უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა დავით მაყიშვილმა განაცხადა, თამაზ სუხიაშვილი დონეცკის აეროპორტის შტურმის დროს დაიღუპა. მასთან ერთად დაიჭრა კიდევ სამი ქართველი, თუმცა დაჭრილი ქართველების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
“ვადასტურებ ინფორმაციას, რომ შეტაკებისას დაიღუპა ერთი ქართველი მებრძოლი და სამი დაიჭრა მსუბუქად. მე მაქვს ინფორმაცია, რომ მოხდა შეტაკება 93-ე ბრიგადის მეორე ბატალიონის მეექვსე ასეულსა და რუს სამხედროებს შორის დონეცკის მიმართულებაზე დასახლებული პუნქტიდან. ოპერაცია განხორციელდა იმის გამო, რომ მომხდარიყო ყურადღების გადატანა უკრაინული მხარის მიერ და განხორციელებულიყო აეროპორტის გზის გათავისუფლება, რათა მოხერხებულიყო დაჭრილების გამოყვანა. ბოლო 3 დღეა აეროპორტიდან დაჭრილების გამოყვანა ვერ ხერხდებოდა. ამ მცირემასშტაბიანი შეტაკების დროს 1 ქართველი დაიღუპა და 3 დაიჭრა. დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. უახლოეს მომავალში იმედი გვაქვს გარდაცვლილის საქართველოში გადმოსვენება მოხდება”, – განაცხადა დავით მაყიშვილმა.
უკრაინაში ქართველი მებრძოლის ინფორმაციით, ქართველები უკრაინაში ფრონტის ხაზზე ბრძოლას განაგრძობენ.

news
: news იანვარი 19, 2015 11:50

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,085
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics