უკრაინაში ქართველთა უფლებებს არღვევენ…?

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მაისი 6, 2015 23:33

უკრაინაში ქართველთა უფლებებს არღვევენ…?

10353552_415024601995069_7826421115096428072_n,,თაიმერს,, უკრაინის შეიარაღებული ძალების ბატალიონ ,,დონბას უკრაინას,, ქართული ასეულის მეთაური დავით მარტიაშვილი დაუკავშირდა და უკრაინის საემიგრაციო ორგანოების მიერ საქართველოს მოქალაქეთა უფლებების დარღვევაზე გააკეთა განცხადება…

,,კიევში, ბორისპოლის აეროპორტზე, არ არსებობს რეისი საიდანაც არ აბრუნებდნენ ჩვენ მოქალაქეებს უკან, ყველანაირი ახსნა განმარტებების გარეშე.

გუშინ საღამოთი ვბრუნდებოდი ,,ატო,,ს (ანტიტერორისტული ოპერაციის) ზონიდან კიევში და აეროპორტიდან დამიკავშირდა მოქალაქე გოჩა დალაქიშვილი, რომელმაც მომიყვა არსებული სიტუაცია… მართლაცდა იმავ წუთს შევბრუნდი აეროპორტისაკენ და მოსაცდელ დარბაზში დამხვდა ათეულობით ქართველი, რომელთა ნათესავებსა თუ ახლობლებს არ უშვებდნენ საზღვარზე ყოველგვარი მიზეზისა და საბაბის უხსნელად… განურჩევლად ქალისა, კაცის და ასაკის. იქავე მივიღე ინფორმაცია, რომ მსგავსი სიტუაციები ატარებს სისტემტიურ ხასიათს და განსაკუთრებით მკაცრები არაინ საქრთველოს მოქალაქეების მიმართ. მე დაუკავშირდი მორიგე ოფიცრებს დეპარტამენტშიც და აეროპორტშიც… და შესაბამისი სამსახურების მხრიდან მოსმენილ არგუმენტებს იქვე ვუწოდე ნაბოდვარი.

იმ ფონზე როდესაც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის წარმოებული ბრძოლებიდან საქართველოში ბრუნდება ცინკის კუბოები… მოვითხოვთ, რომ საქართველოს “თავმოყვარე” ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ გამოიძახოს უკრაინის ელჩი საქართველოში და მითხოვონ მისგან ოფიციალური განმარტება! თორემ არაოფიციალურ მიზეზებზე მე ჩემი აზრი მაქვს, რაც იმაში გამოიხატება, რომ  ბოლო დროს საქართველოს ხელისუფლების მიერ გაკეთებულ განცხადებებსა თუ ქმედებებს ვადევნებ თვალყურს და იმას, რაც ქართველთა შეშვება-არშეშვებაზე ხდება უკრაინაში, რუსულ ენაზე ქვია ,,კაკოი პრივეტ ტაკოიჟე ატვეტ,, რაც არ უნდა ერქვას… აქ უკრაინაში ომია, რუსულ-უკრაინული ომი და როდესაც საქართველოს პრემიერ მინისტრი აცხადებს რომ გამიჯნულები არიან უკრაინასთან….. თითქოს უკრაინა იყოს აგრესორი…. და სახელმწიფო მინისტრი ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ ,,პუტინი ადამიანია და ის როგორ შეიძლება იყოს საქართველოს მტერი,, და კიდევ… ძალადობისა და ტერორის სიმბოლიკით მორთულ მოკაზმულ ლოთებსა და სისხლმოწყურებულ ბაიკერებს… პუტინის დესანტს ლამის ოფიციალურ მიღებას უწყობენ… გამოდის რომ ღარიბაშვილი არა საერთოდ არის გამიჯნული უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან, არამედ კონკრეტულად ერთი სახელმწიფოს მიმართ და ამას დებილიც მიხვდება… ამიტომ გვინდა-არგვინდა გამოვდივართ მხარე, რომელიც ლოიალურები ვართ ტერორიზმის დამფინანსებლებისა და მოძალადე სახლემწიფოს მიმართ, ამიტომ უკრაინა, როგორც სახელმწიფო, რეაგირებს საქართველოს ოფიციალური ხელისუფლების პოზიციებზე და ეს რეაგირება აზარალებს ისედაც გაუბედურებულ ქართველ ერს და თუ რატომ, ამაზე ახლა არ ვისაუბრებ…,, აცხადებს დავით მარტიაშვილი ,,თაიმერთან,, საუბარში.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მაისი 6, 2015 23:33

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics