უკრაინაში ვითარება იძაბება

news
: news იანვარი 15, 2015 15:02

უკრაინაში ვითარება იძაბება

უკრაინაში ვითარება იძაბება. ეპიცენტრი კვლავ დონეცკი და აეროპორტის შენობაა. პრორუსი სეპარატისტები აცხადებენ, რომ ხვალიდან დონეცკის აეროპორტი მათ ხელში გადავა.

დონეცკის ოლქის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის თავდაცვის უწყება ვარაუდობს, რომ 16 იანვრიდან აეროპორტის ტერიტორიას უკრაინელი სამხედროების სრული შემადგენლობა დატოვებს.

ოფიციალური კიევი კი ირწმუნება, რომ უკრაინის საზღვრებთან 52 ათასი რუსი ჯარისკაცი სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია.

ქვეყნის უშიშროების საბჭოს მდივანი, ალექსანდრე ტურჩინოვი, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების დაწყებას არ გამორიცხაცს.

news
: news იანვარი 15, 2015 15:02

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,333
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics