უკრაინაში დაძაბულობა მატულობს-გაზრდილია შეტაკებებისას დაღუპულთა რიცხვიც

news
: news იანვარი 25, 2015 12:46

უკრაინაში დაძაბულობა მატულობს-გაზრდილია შეტაკებებისას დაღუპულთა რიცხვიც

უკრაინის აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. ლუგანსკის ოლქში სეპარატისტები ორი დასახლების აღებასა და მთავარი მაგისტრალის დაკავებას ცდილობენ. ინტენსიური ბრძოლებია დონეცკის ოლქშიც. მარიუპოლის შემდეგ პრორუსულმა ძალებმა დებამცოვოს შეუტიეს. არის მსხვერპლიც. გავრცელებული ინფორმაციით შეტაკებისას 6 უკრაინელი ჯარისკაცია დაღუპული.

სიტუაცია ისევ მძიმეა მარიუპოლში, სადაც გვარდიელები მოსახლეობის ევაკუაციას განაგრძობენ. ბოლო მონაცემებით გუშინდელ შეტევას ქალაქზე 30 ადამიანი ემსხვერპლა, ასზე მეტი კი დაშავდა. ეუთოს მონიტორინგის ჯგუფმა დაადასტურა, რომ ქალაქზე შეტევა სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან განხორციელდა. ეუთოს თავმჯდომარემ დონეცკის რეგიონში სამშვიდობო ოპერაციის ჩატარების ინიციატივა წამოაყენა.

news
: news იანვარი 25, 2015 12:46

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,748
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics