უკრაინაში დაღუპული სამხედრო გიორგი ჯანელიძე მუხათგვერდის სასაფლაოზე დაკრძალეს

news
ავტ.: news აპრილი 26, 2015 15:02

უკრაინაში დაღუპული სამხედრო გიორგი ჯანელიძე მუხათგვერდის სასაფლაოზე დაკრძალეს

მნიშვნელოვანი

  • უკრაინაში დაღუპული ქართველი სამხედრო გიორგი ჯანელიძე რამდენიმე წუთის წინ მუხათგვერდის საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს.

სხვა სტატიები

უკრაინაში დაღუპული ქართველი სამხედრო გიორგი ჯანელიძე რამდენიმე წუთის წინ მუხათგვერდის საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს.

სამგლოვიარო ცერემონიალი ქაშუეთის ტაძარში დღეს დილით დაიწყო, სადაც დაღუპულ სამხედროს პოლიტიკოსები, მეგობრები, მოქალაქეები, ნათესავები და ოჯახის წევრები პატივს რამდენიმე საათის განმავლობაში მიაგებდნენ.

ამის შემდეგ დაღუპული სამხედროს ცხედარი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაასვენეს და პატივი მიაგეს, რის შემდეგაც გიორგი ჯანელიძის ცხედარი საგვარეულო საფლავზე დაკრძალეს.

უკრაინაში გიორგი ჯანელიძე 18 აპრილს დაიღუპა, მისი ცხედარი კი თბილისში 25 აპრილს ჩამოასვენეს. 24 აპრილს კიევის ცენტრში ჯანელიძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა, რომელზეც მოქალაქეებმა, თანამებრძოლებმა და საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მას პატივი მიაგეს.

news
ავტ.: news აპრილი 26, 2015 15:02

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,554
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics